თავში

როგორია ქართული ლაბორატორიების სტანდარტი

როგორია ქართული ლაბორატორიების სტანდარტი
როგორია ქართული ლაბორატორიების სტანდარტი

ლაბორატორიებთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში მდგომარეობა აშკარად გაუმჯობესებულია. როგორც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიიდან report.ge-ს აცნობეს, ადგილობრივ ლაბორატორიებში შესაძლებელია თითქმის ყველა კვლევის ჩატარება, რასაც ხარისხის სტანდარტი მოითხოვს როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში. 

,,ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით კვლევებს ძირითადად თვითონ ბიზნესი ატარებს. ჩვენს ლაბორატორიებში ამ მხრივ არანაირი დაბრკოლება არ არის, მიმდინარეობს როგორ სურსათის, ასევე მცენარეების კვლევები. მოთხოვნის შესაბამისად, მიმდიანრეობს კვლევები როგორც საექსპორტი პროდუქციის, ასევე იმპორტული პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებითაც. სსიპ სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის ქსელი მოიცავს თბილისის ლაბორატორიას (ქუთაისი, ახალციხე) და 10 რეგიონულ ლაბორატორიას (გორი, მარნეული, დუშეთი, გურჯაანი, ამბროლაური, ოზურგეთი, ზუგდიდი, ბათუმი, საჩხერე და მესტია) მომხმარებელს შეუძლია ქართულ ლაბორატორიებში ჩააბაროს საკვლევი ნიმუში, ხოლო თუ კონკრეტულად ადგილზე არ არის კვლევა, გადმოიგზავნოს ნიმუში სხვა ლაბორატორიაში და პასუხი მიიღოს, ხოლო დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში  თითქმის ყველა სახის კვლევა მიმდინარეობს", - ამბობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ანა ისაკაძე.

მისი ინფორმაციით, სახელმწიფო ლაბორატორიამ საერთაშორისო აკრედიტაცია გაიარა ISO 17 025-ის მიხედვით, რაც საერთაშორისოდ აღიარებულს ხდის ყველა იმ გამოკვლევის შედეგს, რომელსაც ლაბორატორია ჩაატარებს. აღნიშნულ აკრედიტაციას გასცემს აშშ-ს სტანდარტების ეროვნული ინსტიტუტი (ყოფილი ACLASS-ANSI, ამჟამად ANAB), რომელიც საგამოცდო/საკალიბრაციო ლაბორატორიებისათვის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სააკრედიტაციო ორგანოა. ლაბორატორიაში ასევე დანერგილია ISO 9001:2015 მოთხოვნის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა.

როგორც ცნობილია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ ახალი მოთხოვნები წარმოშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ არამხოლოდ საერთაშორისო დონეზე, ქვეყნის მასშტაბითაც, სავალდებულოა იქნება საკვები პროდუქტების უსაფრთხოება.

მეწარმეებიის განცახდებით, მდგომარეობა ლაბორატორიულ კვლევებთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში საგრძნობლად გამოსწორდა, თუმცა არსებული რაოდენობა არასაკმარისია და სასურველია, თუკი სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებითაც გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. ამის შესახებ  report.ge-თან მეფუტკრეობის სფეროს სპეციალისტი, მეწარმე როლანდ მირაქაშვილი აღნიშნავს.

,,ქართული ლაბორატორიები ნელ-ნელა იხვეწებიან და შეიძლება ითქვას, რომ უკვე თითქმის სრულად აკმაყოფილებენ სტანდარტს, რასაც ხარისხთან დაკავშირებით უცხოური ბაზრები ითხოვენ. საბჭოთა კავშირის დროს ათეულობით ლაბორატორია არსებობდა. ცხადია, იმდროინდელ მაჩვენებლებს ვერარ მივაღწევთ, თუმცა რაოდენობრივად ზრდა შესაძლებელია. ყველა დამატებითი კვლევა ადგილზე ტარდება და ასეთივე ეტაპს გადის უცხოეთშიც, სანამ ქართული პროდუქტი დახლებზე მოხვდება. შეიძლება, იდეალური სისტემა არ არის, მაგრამ სფერო ნელ-ნელა ვითარდება და რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა, ვიდრე ვთქვათ, 5-6 წლის წინ იყო", - ამბობს როლანდ მირაქაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ხარისხის ლაბორატორიული კონტროლის სისტემა დაინერგება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ასოცირების სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესის დასახმარებლად სხვადასხვა ხარისხის კონტროლის მონიტორინგისა და შესაბამისობის კუთხით ევროკავშირის მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში რეგულაციების დანერგვაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system