თავში

როგორია საქართველოს საფონდო ბირჟის ამპლიტუდა

როგორია საქართველოს საფონდო ბირჟის ამპლიტუდა
როგორია საქართველოს საფონდო ბირჟის ამპლიტუდა

სავაჭრო სესიების დროს საქართველოს საფონდო ბირჟაზე „ლიბერთი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ აქციებზე დაიდო გარიგება. ჯამში, 50 000-მდე ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 2705 ლარად. ე.წ „ფიქსინგის“ დროს სს „აქატისა“ და „ლიბერთის“ აქციები გასხვისდა. მათი საერთო მოცულობა 158 ათასი ერთეული იყო, ღირებულება კი - თითქმის 61 ათასი ლარი.

შეგახსენებთ, რომ სს „ნიკორას“ 28 მილიონი ლარის ობლიგაციები დაილისტა ბირჟაზე. ეს კომპანიის უკვე რიგით მესამე ემისიაა.
ლონდონში, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, გასულ კვირას 2-მა მათგანმა ვაჭრობა დადებითად დაასრულა, დანარჩენი 2-ის აქციების კი, გაუფასურდა. "საქართველოს ბანკის" 226 ათასზე მეტი ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 2.9 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital"-ის 96 ათასი აქცია გაიყიდა 945 ათას ფუნტად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 18 ათას ფასიან ქაღალდზე დაიდო გარიგება 36 ათას ფუნტად; "თიბისი ბანკს" რაც შეეხება, მისი 240 ათასი აქცია გაიყიდა 3.1 მილიონ ფუნტად.
Galt & Taggart-ის ბოლო მონაცემებით, ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია ლონდონში "თიბისი ბანკია", რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც 728 მილიონ ფუნტს შეადგენს, "საქართველოს ბანკი" 633 მილიონი ღირს, "Georgia Capial" - 354 მილიონი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" კი - 257 მილიონი.
1 იანვრიდან, დღემდე ოთხივე კომპანიის აქციები გაუფასურებულია. „საქართველოს ბანკის“ აქციები 6.46%-ითაა შემცირებული, „Georgia Capital”-ის – 5.39%-ით, “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ – 4.17%-ით, „თიბისი ბანკის“ – 13.27%-ით, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემი ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში გამოსწორებულია.
საქართველოში ბირჟის ინდექსი GSX ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, 92 პუნქტისგან შედგება. შეგახსენებთ, რომ 1 თვის წინ ის თითქმის განახევრდა. საბაზრო კაპიტალიზაცია კი,1 მილიარდ 886 მილიონი ლარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system