თავში

როგორია საწარმოების ინოვაციური აქტივობა საქართველოში

როგორია საწარმოების ინოვაციური აქტივობა საქართველოში
როგორია საწარმოების ინოვაციური აქტივობა საქართველოში

საქსტატმა საწარმოების ინოვაციური აქტივობა გამოიკვლია. 

აღმოჩნდა, რომ  2019 წლის განმავლობაში, საწარმოთა 3.0 პროცენტმა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, განისაზღვრა ასევე 3.2 პროცენტით.

საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 58.2 პროცენტი და 41.7 პროცენტი). 

სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. 

განხორციელებული ინოვაციების 51.9 პროცენტი ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 48.1 პროცენტი - სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის. 

საწარმოთა ჩართულობა ინოვაციურ აქტივობაში შედარებით მაღალი წილითაა გამოხატული ისეთ სფეროში, როგორიცაა მანქანა - დანადგარების და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა - 19.3 პროცენტი. საკმაოდ მაღალი წილი ჰქონდა დიზაინს (14.6 პროცენტი), ინოვაციურ აქტივობასთან დაკავშირებულ სწავლებას (13.1 პროცენტი), ინოვაციების შეტანას ბაზარზე (12.8 პროცენტი), აგრეთვე საკუთარ კვლევებსა და დამუშავებებს (12.5 პროცენტი)

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში საწარმოთა 36.0 პროცენტმა შეიმუშავა საქონლის/მომსახურების ფასდადების ახალი სისტემა, 23.9 პროცენტმა განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები პროდუქციის ესთეტიკურ დიზაინსა და შეფუთვაში, 22.8 პროცენტმა უზრუნველყო ახალი მედიის ან ტექნიკის შემოტანა პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system