თავში

როგორია სავალუტო რეზერვების გავლენა ლარის კურსზე

როგორია სავალუტო რეზერვების გავლენა ლარის კურსზე
როგორია სავალუტო რეზერვების გავლენა ლარის კურსზე

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ისტორიული მაქსიმუმის სავალუტო რეზერვები ლარს გაუფასურებისგან დაიცავს, თუმცა საუბარია იმაზეც, რომ ტენდენცია მაქსიმუმ, ნოემბრამდე გასტანს. ასეთი მოსაზრებისაა ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია, რომელიც ვარაუდობს, რომ წლის ბოლომდე ეროვნულ ბანკს რამდენიმეჯერ მოუწევს სავალუტო ბაზარზე ჩარევა და დაახლოებით 200 მლნ დოლარის გაყიდვა დასჭირდება.

,,დონორებისგან გამოყოფილი ფინანსური რესურსი ისტორიულ მაქსიმუმზეა და ეს მოსალოდნელი იყო. ის დახმარებები, რაც უცხოურმა ორგანიზაციებმა საქართველო დასახმარებლად გამოყვეს, მიიმართება ეროვნულ ბანკში, რომელიც შემდეგ გამოყოფს სავალუტო კურსით ლარებს და საბოლოოდ პანდემიასთან ბრძოლასა და სოციალურ პაკეტებში გადანაწილდება. 3,6 მილიარდზე მეტო რეზერვი მიუთითებს, რომ პანდემიით გამოწვეული ვარდნა 2021 წლის მაისამდე გაგრძელდება და სებ-ი არაერთხელ ჩაერევა სავალუტო ბაზარზე. ჩემი ვარაუდით, წლის ბოლომდე დაახლოებით 200 მლნ დოლარის გაყიდვა მოუწევს, ეს გვავარაუდებინებს, რომ სებ-ის მხრიდან ნაბიჯების სწორად გადადგმით ლარი მკვეთრად არ უნდა გაუფასურდეს. არსებული დონის შენარჩუნება მეტ-ნაკლებად შესაძლებელი გახდება შემოდგომის პირველ ნახევრამდე, თუმცა უკვე ნოემბრიდან ლარის გაუფასურებას უნდა ველოდოთ, რის ალბათობა დიდია. საბოლოოდ, რეზერვებიდან გამომდინარე, ეროვნული ვალუტის კურსი 3,20-3,25-იან  მაჩვენებელს არ უნდა გასცდეს", - ასეთია ანალიტიკოსის პროგნოზი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. 1 აგვისტოსთვის ქვეყნის სარეზერვო აქტივებმა 3,84 მლრდ დოლარს გადააჭარბა, მათ შორის, უცხოური ვალუტის რეზერვი 3,643 მლრდ დოლარია, 200 SDR-ს აჭარბებს სესხების სპეციალური უფლებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system