თავში

როგორია სინამდვილეში ბიზნესის გადასახადები საქართველოში

როგორია სინამდვილეში ბიზნესის გადასახადები საქართველოში
როგორია სინამდვილეში ბიზნესის გადასახადები საქართველოში

საგადასახადო სფეროს სპეციალისტები არ იზიარებენ პრემიერის მოსაზრებას, რომ საქართველოში ბიზნესისთვის გადასახადები მცირეა. აუდიტორი ირაკლი შავიშვილი report.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ გადასახადებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არასწორი ინტერპრეტაცია გააკეთა და სინამდვილეში ბიზნესისთვის საგადასახადო ტვირთი არის გაცილებით მძიმე, ვიდრე ეს განვითარებულ ქვეყნებშია.

ფაქტია, რომ გადასახადებთან დაკავშირებით პრემიერისა და სპეციალისტების მოსაზრებები განსხვავებულია. გახარიას პოზიცია ცნობილია, რაც შეეხება აუდიტორის არგუმენტს, ირაკლი შავიშვილი საკუთარ პოზიციას ასე განმარტავს:

,,არასწორია, რომ ბიზნესს მცირე გადასახადების გადახდა უწევს. ვეთანხმები მხოლოდ იმას, რომ განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ნაკლებია  დღგ-ს, ქონების, საშემოსავლო გადასახადები, აქციზურზე ხომ არაფერს ვამბობ! თუმცა არის მედლის მეორე მხარეც - საქართველოში საგადასახადო ტვირთი არის დაახლოებით 1/3, რაც  მშპ-თან მიმართებაში 30%-ის ფარგლებშია. ამ დროს მშპ აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში, 1 სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, არის დაახლოებით 40 000 დოლარი, ჩვენთან - 4 000 დოლარი ანუ 10-ჯერ ნაკლები. ამერიკელს, გნებავთ, ფრანგს, 20 000 დოლარი რომ წაართვა, ამდენივე მაინც რჩება გამოსაკვებად და სხვა დამატებითი ხარჯების დასაკმაყოფილებლად. საქართველოს მოქალაქეს კი გაანგარისებული მშპ-ს ნახევარს ანუ 2 000 ლარს თუ წაართმევ, ნიშნავს, რომ შიმშილით სიკვდილისთვის სწირავ, ამიტომ ძალიან უხეში შედარებაა. ცხოვრების დონის მიხედვით შევადაროთ გადასახადები და მერე ვისაუბროთ. 1900 წელს აშშ-ში 1 სულ მოსახლეზე მშპ იყო დაახლოებით იმდენი, რამდენიც დღეს სსქართველოშია, მაგრამ იქ გადასახადები იყო 1-დან 8%-ის ჩათვლით, ახლა შევადაროთ არსებულ გადასახადებს და შესაბამისიად განვმარტოთ, არის თუ არა მაღალი".

პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველში დღეს გადასახადები იმდენად მცირეა, რომ გადასახადების შემცირებას არანაირი რეალური ზეგავლენა ბიზნესზე არ აქვს," - ასე უპასუხა საქართველოს მან „ევროპული საქართველოს“ წევრ სერგო რატიანს, რომელმაც პრეტენზია გამოთქვა, რომ საშემოსავლო გადასახადს სახელმწიფო ბიუჯეტი ადამიანებს ჯიბიდან ართმევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system