თავში

როგორია თამბაქოსთვის ამოქმედებული ახალი რეგულაციების შედეგი

როგორია თამბაქოსთვის ამოქმედებული ახალი რეგულაციების შედეგი
როგორია თამბაქოსთვის ამოქმედებული ახალი რეგულაციების შედეგი

ACT Impact-მა ჩაატარა კვლევა, რა გავლენა მოახდინა თამბაქოს აქციზის ზრდამ სექტორზე და ქვეყნის ეკონომიკაზე. სატელეფონო გამოკითხვა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

კვლევაზე დაყრდნობით სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ სიგარეტი პირველადი მოხმარების საქონელს წარმოადგენს (სამომხმარებლო კალათაში სიგარეტს 3.01%-იანი წილი უკავია). შესაბამისად, სიგარეტის ფასის ხელოვნური ზრდა პირდაპირ მოქმედებს ინფლაციაზე. სწორედ ამიტომ ინფლაცია გაიზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის ბოლო შეფასებაში მიუთითებს, რომ „აგვისტოში უფრო მაღალი ინფლაცია (4.9 პროცენტი, წინა წელთან შედარებით) ასახავდა თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდას, საკვების უფრო მაღალ ფასებს და ლარის გაუფასურებას“. სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას ურჩევს, რომ „საჭიროა 2019 წლის აქციზის გადასახადებში ზარალის გამოსწორების გზების ძიება“.

კიდევ ერთი ნეგატიური შედეგი თამბაქოს რეგულაციებისა, სპეციალისტების შეფასებით, არის ვაჭრობის შემცირება. ანალიტიკოსების განმარტებთ, მომხმარებელმა უფრო იაფიანი და შესაბამისად, უფრო დაბალი ხარისხის მქონე ალტერნატივა აირჩია. გაიზრდა გასახვევი თუთუნის რეალიზაცია, რომელიც აქციზით არ იბეგრება, რამაც შეამცირა საბიუჯეტო შემოსავლები. 

ცნობისთვის, 2019 წლის სექტემბერში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ 2019 აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი მილიარდ 287 მილიონი ლარია, რომელიც, 175 მლნ ლარით ნაკლებია 2019 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით. სამინისტრო აღიარებს, რომ ამის მიზეზი გასახვევი თუთუნის მოხმარების ზრდაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system