თავში

როგორია ცხოვრების დონის სტატისტიკური ინდიკატორები

როგორია ცხოვრების დონის სტატისტიკური ინდიკატორები
როგორია ცხოვრების დონის სტატისტიკური ინდიკატორები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twining-ის პროექტის ფარგლებში, ონლაინ რეჟიმში, საერთაშორისო ექსპერტთა მისიასთან რამდენიმედღიანი შეხვედრა გამართა.

შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ცხოვრების დონის სტატისტიკური ინდიკატორების არსებული მეთოდოლოგიის გადახედვა და მათი გაფართოების მიმართულებით შესაძლებლობების შესწავლა.

დანიელ ექსპერტებთან ერთად სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით განიხილეს ახალი საერთაშორისო ინდიკატორების წარმოების შესაძლებლობები, ასევე ჩამოაყალიბეს სხვადასხვა ინდიკატორების წარმოებისათვის არსებული გამოკვლევის მოდიფიცირების საჭიროებები.

შეხვედრების განმავლობაში იდენტიფიცირეული იქნა პრიორიტეტული ინდიკატორები, რომლებზეც მუშაობა საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system