თავში

რომან გოცირიძე ნათია თურნავას: რატომ დაანგრიეთ 6 თვეში ეკონომიკა

რომან გოცირიძე ნათია თურნავას: რატომ დაანგრიეთ 6 თვეში ეკონომიკა
რომან გოცირიძე ნათია თურნავას: რატომ დაანგრიეთ 6 თვეში ეკონომიკა

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე მისულ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან, რომელსაც დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ, შემდეგი კითხვები აქვს: 

სად არის თქვენი ნაქები ანტიკრიზისული გეგმა?

რატომ დაანგრიეთ 6 თვეში ეკონომიკა?

რატომ არის დღეს ლარი ჩამოშლილი?

რატომ არ უფასურდება ეროვნული ვალუტა სომხეთში, აზერბაიჯანში და რატომ არის, რომ პანდემიის კრიზისმა ყველაზე მძიმედ და დამანგრევლად გადაიარა საქართველოზე?

დეპუტატი ბოლო კითხვას თავადვე პასუხობს: "იმიტომ რომ ხართ არაკომპეტენტურები და ყველაფერი აგებული იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს, არის ის, რომ დარჩა თვენახევარი და როგორმე უნდა გავძლოთ, რომ შემდეგ ჩავაბაროთ ისტორიას ეს 8 წლიანი წარუმატებელი მმართველობა."

გოცირიძის თქმით, მთავრობამ არ გაითვალისწინა ის რჩევები, რომელსაც ოპოზიცია აძლევდა, შესაბამისად, ლარის კურსის დაჭერის ერთადერთი მექანიზმი - ეროვნული ბანკის ინტერვენციები დარჩა.

„ვეუბნებოდით რომ ბიუჯეტი, რომელიც წარმოდგინეს, იქნებოდა ეკონომიკური დესტაბილიზაციის მთავარი წყარო - არ დაიჯერეს. ვეუბნებოდით რომ ლარი ჩამოიშლება, დღეს ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს არის ეროვნული ბანკის ინტერვენციები, რეზერვების გაყიდვა, სხვა არაფერი შემორჩა მთავრობას, რადგან მას უკვე ყველა პროცესი გაექცა და აგერ ვხედავთ სომხური სცენარით მიდის ჩვენდა საუბედუროდ ეპიდემიის გავრცელების პროცესიც. ყველაფერი რასაც ვეუბნებოდით 100%-ით ახდა. რაც შეეხება გამოსავალს, ისმის შეძახილები, რომ ჩვენი ოქროს რეზერვები არ გაგვინადგუროთ და შემოვინახოთ, რომ არა ინტერვენციები ლარი დღე იქნებოდა არნახულ ნიშნულზე, შუქსაც ვერ ჩართავდით სახლში, ენერგეტიკა ჩამოიშლებოდა, ბიზნესები გაჩერდებოდა და ფასების საშინელი ზრდა იქნებოდა. დღეს ინტერვენციები არის იმის საშუალება, რომ როგორმე მივიდეთ არჩევნებამდე, ნორმალური გონივრული ხელისუფლების ფორმირებამდე," - ამბობს გოცირიძე.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. სხდომაზე მთლიანობაში რეგისტრაცია 93- მა დეპუტატმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომას ამდენივე დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system