თავში

რომან გოცირიძე: პარლამენტი ბიზნესის მოგუდვას აპირებს

რომან გოცირიძე: პარლამენტი ბიზნესის მოგუდვას აპირებს
რომან გოცირიძე: პარლამენტი ბიზნესის მოგუდვას აპირებს

"დღეს და ხვალ, ე.წ. დაჩქარებული წესით, პარლამენტი მიიღებს სამ კანონს, რომელთაც ბიზნესის მოგუდვის კანონთა პაკეტი შეიძლება ვუწოდოთ," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოჩირიძე აცხადებს.

ის სოციალურ ქსელში წერს, რომ სამივე კანონი ლახავს საკუთრების უფლებას, ეწინააღმდეგება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და ზღუდავს ბიზნესის თავისუფლებას.

"ამით ამ მოწვევის პარლამენტი ასრულებს თავის საქმიანობას ( წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტი წყვეტს მუშაობას). ეს სამი კანონი იქნება ამ მორჩილი პარლამენტის ბოლო, ყვავის სიმღერა.

ეს კანონებია:
-ცვლილებები კონკურნციის კანონში, რომელიც ანტიმონოპოლიურ სამსახურს აძლევს ბიზნესის დაჯარიმება-დატერორების უფლებას;
-ცვლილებები კომუნიკაციის კანონში, რომელიც ამ სფეროს მარეგულირებელს აძლევს საკუთრების გასხვისების უფლებას მესაკუთრის ნების გარეშე;
-ცვლილებები ენერგეტიკის მარეგულირებელ კანონში, რომლითაც ენერგეტიკის ზოგიერთ სფეროში მესაკუთრეს ეკრძალება საკუთარი წილის ( 5 პროცენტზე მეტის) გაყიდვა შესაბამისი მარეგულირებელი უწყების ( სემეკი) ნებართვის გარეშე,"
- წეს გოცირიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system