თავში

რომელ ქალაქებშია ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული?

რომელ ქალაქებშია ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული?
რომელ ქალაქებშია ჰაერი ყველაზე მეტად დაბინძურებული?

მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ატმოსფეროს მქონე ქალაქების სიაში პაკისტანის მეტროპოლია ლაჰორი ლიდერობს. ამის შესახებ შვეიცარიული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ონლაინ პლატფორმა IQAir იუწყება.

პორტალის ცნობით, ლაჰორში PM2.5 ნაწილაკების კონცენტრაცია ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წლიურ სტანდარტებს 38,6-ჯერ აღემატება. 

ჰაერის ხარისხის ოფიციალური ინდექსის (AQI) მიხედვით, ლაჰორს  ჰაერის დაბინძურების უმაღლესი რეიტინგი - 397 აქვს.

მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სიაში მეორე ადგილი მონღოლეთის დედაქალაქმა ულან-ბატორმა დაიკავა, მესამეზე ინდოეთის ქალაქი კალკუტა, მეოთხეზე ნიუ დელი. მეხუთე ადგილზეა პაკისტანის კიდევ ერთი ქალაქი - კარაჩი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system