თავში

რომელ კლინიკებს შესთავაზებს სამინისტრო სელექციურ კონტრაქტებს

რომელ კლინიკებს შესთავაზებს სამინისტრო სელექციურ კონტრაქტებს
რომელ კლინიკებს შესთავაზებს სამინისტრო სელექციურ კონტრაქტებს

საყოველთაო ჯანდაცვის საბჭოს პირველ სხდომაზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის სელექტიური კონტრაქტების შემოღება განიხილეს.

"დღევანდელ გათვლებზე დაყრდნობით, რენტაბელური ეფექტურობის გარანტიას იძლევა პირველადი ჯანდაცვის ის დაწესებულება, რომელსაც მიმაგრებული ჰყავს 13 000 და მეტი მოსახლეობა. არის უბნები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 7000-ს. ამ უბნებსაც აქვთ კარგი პოტენციალი იმისთვის, რომ დაიმატონ და მოიზიდონ მოსახლეობა და ისინიც მიიღებენ პროგრამაში მონაწილეობას. ნაკლები პერსპექტივაა იმ კლინიკებისთვის, სადაც ფრაგმენტული სერვისის მიწოდება ხდება და არის რისკი იმისა, რომ ხარისხი არ იყოს დაცული პირველად ჯანდაცვაში. ასევე გათვალისწინებული იქნება მოთხოვნები პრევენციული სერვისების წარმოებასთან მიმართებაში, როგორიც გახლავთ იმუნიზაციაზე მოთხოვნა, ასევე შიდსი, ცე ჰეპატიტი და ტუბერკულიოზის კლინიკის პროგრამები და ადამიანური რესურსის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა", - განმარტა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, შეხვედრაზე სელქტიური კონტრაქტირების პირობები სამი დიდი ქალაქის - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის განიხილეს.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system