თავში

რომელ სექტორებში ჩადეს მეტი თანხა უცხოელმა ინვესტორებმა

რომელ სექტორებში ჩადეს მეტი თანხა უცხოელმა ინვესტორებმა
რომელ სექტორებში ჩადეს მეტი თანხა უცხოელმა ინვესტორებმა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და $96.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.0 პროცენტია.

მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 49.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 45.7 მლნ. აშშ დოლარით.

2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, ცალკეული სექტორების მიხედვით ინვესტიციების დინამიკა ასე გამოიყურება:

1) საფინანსო სექტორი - $96.00 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 471%;
2) დამამუშავებელი მრეწველობა - $49.30 მლნ დოლარი, კლება წინა წელთან -14%;
3) სასტუმროები და რესტორნები - $45.70 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 2%;
4) მშენებლობა - $43.40 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 65%;
5) ენერგეტიკა - $39.70 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 0%;
6) უძრავი ქონება - $30.10 მლნ დოლარი, კლება წინა წელთან -38%;
7) სამთომოპოვებითი მრეწველობა - $17.50 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 33%;
8) ტრანსპორტი - $11.20 მლნ დოლარი, კლება წინა წელთან -83%;
9) ჯანმრთელობის დაცვა და სოც. დახმარება - $11.20 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 1144%;
10) კავშირგაბმულობა - $8.10 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 17%;
11) სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $5.40 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 500%;
12) დანარჩენი სექტორები - $59.80 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 23%.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system