თავში

რომელი ბაზრების გახსნაა ნებადართული

რომელი ბაზრების გახსნაა ნებადართული
რომელი ბაზრების გახსნაა ნებადართული

მხოლოდ ის აგრარული ბაზრები გაიხსნება, რომლებიც ყველა გაწერილ წესს შეასრულებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. 

მინისტრის თქმით, ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა მათი უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან ყველა ბაზარი იფუნქციონირებს.

მინისტრის თქმით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში აგრარული ბაზრების ფუნქციონირება ეტაპობრივად აღდგება.

მისი თქმით, ბაზრები რომლებიც აკმაყოფილებენ ახალ სტანდარტებს, კავშირში არიან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან.

საბოლოოდ გადაწყვეტილებას სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად იღებენ ადგილზე მოქმედი შტაბები, რომლებიც თითოეულ რეგიონში გუბერნატორების ხელმძღვანელობით არის შექმნილი. 

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა დეტალური გაიდლაინები, რომელიც უზრუნველყოფს ჰიგიენური და სანიტარული სტანდარტების დაცვას, ასევე რისკების შემცირებას. ეს წინაპირობები უნდა შეასრულოს თითოეულმა აგრარულმა ბაზარმა, ეს იქნება საცალო თუ საბითუმო.  ამ მომენტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 80 აგრარული ბაზარი, თუმცა მათი უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ჩვენ არ უნდა გვქონდეს წარმოდგენა, რომ დღეიდან ყველა ბაზარი იფუნქციონირებს. ყველა ის აგრარული ბაზარი, რომელიც საჭიროებს მუშაობას, უნდა აკმაყოფილებდეს გაიდლაინებს. საუბარია თერმოსკრინინგზე, მოვაჭრეების ჯანმრთელობის მიკვლევადობაზე, პირბადეების ტარებაზე, სადეზინფექციო სამუშაოებზე და ა.შ, რაც გაწერილია საგანგებო ვითარების პირობებში",- განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ მარნეულში ადგილობრივებსა და ბითუმად შემსყიდველებს შორის შეიქმნა საბითუმო ბაზრის სპეციალური ფორმატი და პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა მოგვარებულია. 

„ქვემო ქართლში გვქონდა რამდენიმე დღის წინ გარკვეული უთანხმოებები მოსახლეობასთან, იყო ადგილზე ასეთი პრობლემები, რომელიც დარეგულირდა ადგილობრივ მწარმოებლებთან სახელმწიფოს კომუნიკაციით და ჩარევით. შედგა მყიდველებსა და გამყიდველებს შორის კავშირი და ასევე სპეციალური ფორმატის მოწყობა საბითუმო ბაზრის სახით კონკრეტულად მარნეულის მუნიციპალიტეტში.ასევე დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, მათ შორის ქალაქ თბილისში ეტაპობრივად მოხდება იმ აგრარული ბაზრების ფუნქციონირების აღდგენა, რომელიც ამ მომენტისთვის არ მუშაობდა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ზოგიერთი აგრარული ბაზარი მუშაობდა გაწერილი, ძალიან მკაფიო წესების დაცვით“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system