თავში

რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად - PHOTO

რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად - PHOTO
რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად - PHOTO

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2019 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა, ხოლო ივლისთან შედარებით ფასები 1.7%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ცალკეულ პროდუქტებს, ანუ რისგან შედგება ინფლაციის ჯამური მაჩვენებელი - სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, ფასი ყველაზე მეტად ყველზე შეიცვალა. იმერული ყველი და სულგუნი შესაბამისად 16 და 10 პროცენტით გაძვირდა. ხოლო ამ პროდუქტების გაძვირების წვლილმა, თვის ინფლაციაში 0.4 პროცენტული პუნქტი (პ.პ) შეადგინა.  

ასევე, წლიურ მაჩვენებელში, სექტემბერში სამომხმარებლო კალათაში, ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება სიგარეტის გაძვირების გამო მოხდა. იმპორტირებულ და ადგილობრივად წარმოებულ ფილტრიან სიგარეტზე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები შესაბამისად 29 და 30 პროცენტით იყო გაზრდილი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ უფილტრო სიგარეტზე 26 პროცენტით. საერთო ჯამში ამ ცვლილებებმა წლის ინფლაციაზე 0.9 პროცენტული პუნქტით იმოქმედა. სექტემბერში სურსათის ინფლაციამ 12.4 პროცენტი შეადგინა. აქედან დიდი წვლილი პურის გაძვირებაზე მოდის, რომელიც გასული წლის დეკემბერში გაძვირდა და შესაბამისად, სექტემბერში წლიურად 11 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო წვლილმა ინფლაციაში 0.4 პ.პ შეადგინა. 

საქონლის მოხმარების ხანგრძლივობის მიხედვით განხილვა გვიჩვენებს, რომ 2019 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 2.1, 1.0 და 2.2 პროცენტით მოიმატა. 0.8 პროცენტით გაძვირდა მომსახურება. წლიური მაჩვენებლების მიხედვით ხანმოკლე და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 9.0 და 3.9 პროცენტით მოიმატა. 3.9 პროცენტით გაიზარდა ფასები მომსახურებაზე. 1.8 პროცენტით შემცირდა ფასები საშუალო ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system