თავში

რომელმა სახელმწიფომ რადენი მილიარდი დახარჯა ბირთვულ შეიარაღებაზე

რომელმა სახელმწიფომ რადენი მილიარდი დახარჯა ბირთვულ შეიარაღებაზე
რომელმა სახელმწიფომ რადენი მილიარდი დახარჯა ბირთვულ შეიარაღებაზე

ბირთვული იარაღის აკრძალვის მომხრე საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAN) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, მსოფლიო წამყვანმა ბირთვულმა სახელმწიფოებმა, პანდემიის მიუხედავად, ბირთვულ შეიარაღებაზე 2020 წელს 1,4 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯეს.

2020 წელს შვიდმა სახელმწიფომ ჯამში 72,6 მილიარდი დოლარი დახარჯა ბირთვული შეიარაღებაზე, რაც 1,9%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.

„იმ დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში საავადმყოფოები გადატვირთული იყო პაციენტებით, ექიმები და მედდები ზეგანაკვეთურად შრომობდნენ, ხოლო ძირითად სამედიცინო აღჭურვილობაზე დეფიციტი იყო, 9 ქვეყანამ აღმოაჩინა, რომ მათ 72 მილიარდ დოლარზე მეტი მოეპოვებათ მასობრივი განადგურების იარაღისთვის“, - ნათქვამია ანგარიშში სახელწოდებით: „თანაგრძნობა: 2020 წლის გლობალური ბირთვული დანახარჯი“.

აშშ-მა 2020 წელს 37,4 მილიარდი დოლარი დახარჯა თავის ბირთვული არსენალზე, რაც გლობალური დანახარჯის ნახევარზე მეტია.

ჩინეთმა ბირთვულ პროგრამებზე დახარჯა დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი, რუსეთმა - 8 მილიარდი.

ამ სამეულთან ერთად, ICAN-ის მონაცემებით, დანარჩენი ბირთვული სახელმწიფოები, რომელთა რიგს განეკუთვნება ასევე დიდი ბრიტანეთი საფრანგეთი, ინდოეთი, ისრაელი, პაკისტანი და ჩრდილოეთ კორეა - ბირთვულ შეიარაღებაზე ყოველ წუთში 137 000 დოლარს ხარჯავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system