თავში

რონი სოლბერგმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი დირექტორის პოსტი დატოვა

რონი სოლბერგმა პოსტი დატოვა
რონი სოლბერგმა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი დირექტორის პოსტი დატოვა

ნორვეგიელმა რონი სოლბერგმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ერთ-ერთი დირექტორის პოსტი დატოვა. სოლბერგის განცხადება გადადგომაზე კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ 15 ნოემბერს დაუკმაყოფილა.

მას სხვადასხვა სამრეწველო ბიზნეს-კომპანიასა და სამშენებლო პროექტში აღმასრულებელ დირექტორად მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს.  2015 წლიდან სოლბერგი „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი იყო. ის კონსორციუმში მშენებლობის მართვის აღმასრულებელ დირექტორად 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა.  

ამჟამად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ხელმძღვანელ თანამდებობებზე რჩებიან ლევან ახვლედიანი, ზურაბ ფიჩხაია, ვანდა კაკიაშვილი და მიხეილ შათაშვილი. 

კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები კი არიან რობერტ-მაიკლ ქაუგილი, ბობ მეიერი, დიმიტრი აბდუშელიშვილი, თეოდორ ჩარლზ ჯონასი და ჟან-პატრიკ მარსელ ვუაზინი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system