თავში

რთველი-2020 დასრულდა

რთველი-2020 დასრულდა
რთველი-2020  დასრულდა

საქართველოში წელს ყურძნის რეკორდული მოსავალია. ამის შესახებ დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, პანდემიამ რთველი წელს არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, თუმცა მთავრობამ მოახერხა ამ გამოწვევების დაძლევა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წელს პირველად კახეთში მევენახეებმა 277 ათასი ყურძენი ჩააბარეს მეღვინეებს.

გახარიას თქმით, წელს ყურძნის რეკორდული მოსავალია რაჭაშიც.

"ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო რთველს, რომელიც 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს  ისტორიაში  რეკორდული მოსავლით დასრულდა. 277 ათასი ყურძენი ჩაიბარეს მეღვინეებმა მთავრობასთან, სახელმწიფოსთან ერთად. რთველი პანდემიამ პრობლემების წინაშე დააყენა და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ გვერდით დავდგომოდით მევენახეებს. რაჭაშიც წარმატებულია რთველი. აქაც რეკორდული მოსავალია. რაჭაში 1 400 ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენია ჩაბარებული. წარმატებით დასრულდა ატმის და წარმატებით მიმდინარეობს ვაშლის მოსავლის დაბინევება-ჩაბარების პროცესიც, რისთვისაც სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მადლობა მინდა გადავუხადო," - განაცხადა პრემიერიმა გახარიამ. 

ყველა სიახლეს რთველისღვნისა და ყურძნის შესახებ გაეცანით report.ge-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system