თავში

რუსეთმა Google $100 მილიონით დააჯარიმა

რუსეთმა Google $100 მილიონით დააჯარიმა
რუსეთმა Google $100 მილიონით დააჯარიმა

რუსეთმა Google-ს, აკრძალული ინფორმაციის სისტემიდან წაუშლელობის გამო, 98 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ რუსული მედია წერს.

კომპანია დამნაშავედ იქნა ცნობილი  რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 13.41 (დანაშაულის განმეორებითი ჩადენა, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტის მფლობელის მიერ ინფორმაციის წაშლაზე უარის თქმასთან, თუ მისი წაშლის ვალდებულება გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით).

იურიდიული პირებისთვის სასჯელი შეადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის წლის წინა კალენდარულ წელს შემოსული თანხის მთლიანი თანხის 5-დან 10%-მდე.

რუსეთის ხელისუფლება, Google-ს ბავშვთა პორნოგრაფიის, სუიციდის და ნარკოტიკების პროპაგანდის შემცველი მასალების წაშლას სთხოვდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system