თავში

რუსეთმა, შესაძლოა, Netflix აკრძალოს

რუსეთმა, შესაძლოა, Netflix აკრძალოს
რუსეთმა, შესაძლოა, Netflix აკრძალოს

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტრიმინგ სერვის Netflix-ის კონტენტის გადამოწმება დაიწყო. ამის შესახებ გამოცემა DW-ის რუსული რედაქცია იუწყება.

გამოცემის ცნობით, ქვეყნის შინაგან საქმეთა უწყება Netflix-ის ქვეყნის "არასრულწლოვანთა შორის გეი პროპაგანდის აკრძალვის კანონთან" შესაბამისობას ამოწმებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, შემოწმების დასრულებამდე ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ნაადრევად მიიჩნია.

Netflix-ის საქმეზე შინაგან საქმეთა უწყების ჩარევა მას მერე მოხდა, რაც საზოგადოებრივმა ომბუდსმენმა, ოლგა ბარანეცმა სტრიმინგ სერვისის წინააღმდეგ საჩივარი წარადგინა. ომბუდსმენის თქმით, პლატფორმაზე მრავალი სახის LGBTQ+ თემის შემცველი ფილმი და სერიალია განთავსებული. ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ მსგავსი სახის კონტენტზე ასაკობრივ ცენზად 16+ არის დაწესებული. 

Netflix-მა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system