თავში

რუსეთში ინფლაცია 2021 წელს 4.5%-ს გაუტოლდება

რუსეთში ინფლაცია 2021 წელს 4.5%-ს გაუტოლდება
რუსეთში ინფლაცია 2021 წელს 4.5%-ს გაუტოლდება

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის თანახმად, 2021 მეორე კვარტალში, წინა პერიოდის მსგავსად, ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება გაგრძელდა რუსეთშიც.

აღნიშნული, ძირითადად, COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებასა და გლობალურ ვაქცინაციასთანაა დაკავშირებული. რის ფონზეც, მცირედ გაიზარდა სამომხმარებლო დანახარჯები და საცალო გაყიდვები, ასევე სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობებიც გაუმჯობესდა. ნავთობის ფასების ზრდის პარალელურად, საგარეო სექტორის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. 

თუმცა, ბოლო პერიოდში, საგრძნობლად გაიზარდა წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, რომელმაც ივნისში 6.5% შეადგინა. 

პარალელურად, გაზრდილ მოლოდინებზე საპასუხოდ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. 

სსფ-ს ივლისის შეფასებით, რუსეთის რეალური ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 4.4%, ხოლო 2022-ში კი 3.1% იქნება. 

პროგნოზირებული ინფლაციის დონე 2021 წელს 4.5%-ს უტოლდება, ხოლო 2022 წელს კი - 3.4%-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system