თავში

რუსეთში ინფლაცია 9-10%-მდე გაიზრდება

რუსეთში ინფლაცია 9-10%-მდე გაიზრდება
რუსეთში ინფლაცია 9-10%-მდე გაიზრდება

რუსეთში 2022 წლის მაისში ინფლაციამ, შესაძლოა, პიკს მიაღწიოს და 9-10%-მდე გაიზარდოს. ამის შესახებ რუსეთის ფინანსურმა ანალიტიკოსმა, ვიტალი კალუგინმა განაცხადა. 

„მიმდინარე წლის განმავლობაში რუსეთში სურსათის ფასები საშუალოდ 27%-ით გაიზარდა და ეს სამომავლოდაც გაგრძელდება“, - განაცხადა კალუგინმა.

22 ოქტომბერს რუსეთის ბანკმა საბაზისო განაკვეთი 0,75 საბაზისო პუნქტით გაზარდა წლიურ 7,5%-მდე. 

აგვისტოში რუსეთში წლიურმა ინფლაციამ 6,7% შეადგინა. ფასების მატება დიდწილად ხილსა და ბოსტნეულზე გაძვირების გამო დაჩქარდა.

რუსეთის ბანკმა განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის ინფლაცია მოსალოდნელი 6,2%-ის ნაცვლად 7,9%-მდე გაიზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system