თავში

რუსეთში ინფლაციამ 8,4%-ს მიაღწია

რუსეთში ინფლაციამ 8,4%-ს მიაღწია
რუსეთში ინფლაციამ 8,4%-ს მიაღწია

რუსეთში სამომხმარებლო ფასები 2021 წელს 8,39%-ით გაიზარდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ.

ცენტრალური ბანკის სამიზნე ამ მაჩვენებელზე ორჯერ ნაკლები იყო (4%). ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ასევე ივარაუდა, რომ 2021 წელს ინფლაცია 8%-ს არ გადააჭარბებდა.

2021 წელს საკვები პროდუქტები 10,62%-ით გაძვირდა, გასულ წელს კი მაჩვენებელი 3,91%-ით გაიზარდა. ფასები გაიზარდა არასასურსათო პროდუქტებზეც - 8.58%-ით, მომსახურებაზე - 4.98%-ით.

სამომხმარებლო ფასები დეკემბერში ნოემბერთან შედარებით 0.82%-ით გაიზარდა. გასულ წელსაც კი, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელმა 0,96%-ს მიაღწია. 

ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ელვირა ნაბიულინას განცხადებით, 2022 წლის ბოლომდე ინფლაცია 4%-მდე დაეცემა. ამისთვის მარეგულირებელმა დისკოტის განაკვეთი 8,5%-მდე გაზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system