თავში

რუსეთში, შესაძლოა, სამუშაო კვირა 4 დღემდე შემცირდეს

რუსეთში, შესაძლოა, სამუშაო კვირა 4 დღემდე შემცირდეს
რუსეთში, შესაძლოა, სამუშაო კვირა 4 დღემდე შემცირდეს

რუსეთი, შესაძლოა, 5 დღიანის ნაცვლად, 4-დღიანი სამუშაო კვირა დაკანონდეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო TASS,იტყობინება.

ინიციატივა რუსეთის ეკონომიკის მინისტრს, მაქსიმ ორეშკინს, ეკუთვნის. მისი თქმით, 4-დღიანი სამუშაო კვირის ამოქმედება გამოიწვევს დასაქმებულთა შრომის პროდუქტიულობის ზრდას, რიტაც გაიზრდებნა წარმოება, ეს კი თავის მხრივ, შემოსავალს გაუზრდის როგორც მოქალაქეებს, ისე ბიზნესს.

მან აღნიშნა, რომთუ რუსეთის დუმა ამ ინიციატივას მხარს დაუწერს, აუცილებელი გახდება ცვლილებებიშრომისკანონმდებლობაში.

ორეშკინი ამ ეტაპზე თავს იკავებს დაასახელოს კონკრეტული ვადა, როდიდან შემცირდება სამუშაო კვირა. მისი განმარტებით, ინიციატივის წინააღმდეგი ბიზნესი არ არის. ამ მიზნისთვის დასახული ამოცანები ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.

შეგახსენებთ, სამუშაო კვირის შესაძლო შემცირებაზე მოსაზრება პირველად ფედერაციის საბჭოში გაჟღერდა.გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან. ახლა ჯერი პარლამენტზეა. შემცირდება თუ არა სამუშაო კვირა რუსეთში, დუმამ უნდა იმსჯელოს. ეს, სავარაუდოდ, 2019 წლის ბოლომდე მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system