თავში

რუსთავში ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა მთავრობამ დაამტკიცა

რუსთავში ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა მთავრობამ დაამტკიცა
რუსთავში ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა მთავრობამ დაამტკიცა

მთავრობამ რუსთავში ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა დაამტკიცა. 

როგორც მთავრობის სხდომის შემდეგ  სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, განაცხადა, გეგმა სამოქალაქო მოძრაობების აქტივისტებთან თანამშრომლობით არის შედგენილი და მასში საერთასორისო პრაქტიკაც გათვალისწინებულია.

მინისტრის თქმით, გეგმის შედგენაში კი ევროკავშირის ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.

დავითაშვილმა განმარტა, რომ ჰაერის ხარისხის მდგომარეობასთან დაკავშირებით რუსთავის ყველა საწარმოში 2019 წელს საფუძვლიანი მონიტორინგი ჩატარდა.

„საბოლოოდ საუკეთესო ევროპული პრაქტიკის და გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა გეგმა, რომელიც, ვფიქრობ, 2022 წლისთვის ქალაქ რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის. გეგმაში დეტალურად არის ბევრი მიმართულება გაწერილი, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, არამედ ბევრ საკანონმდებლო ცვლილებასაც, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენს, სახელმწიფოს, ეფექტიანად ვმართოთ საწარემო“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის ბიუჯეტი 62 მლნ ლარს აღემატება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system