თავში

თბილისში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 4 მილიონი დაიხარჯება

თბილისში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 4 მილიონი დაიხარჯება
თბილისში საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 4 მილიონი დაიხარჯება

თბილისში, 8 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 4 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა გააკეთა.მისი ინფორმაციით რეაბილიტაცია ჩაუტარდა 213 ბაღს და ამისთვის 6 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.

ასევე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მიმდინარე წელს, დაფინანსდა 6 ბაღის მშენებლობა, ხოლო 46 ბაღის რეაბილიტაციას 7 მლნ ლარამდე მოხმარდა.

ბეგიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მუნიციპალიტეტებისათვის წელს 40 მლნ ლარამდე გამოიყო და ეს თანხა ქვეყნის მასშტაბით 640 სკოლის მცირე სარეაბილიოტაციო სამუშაოს მოხმარდა. ზაფხულის განმავლობაში, არდადეგების დროს, დასრულდა ძირითადი სამუშაოები - მოეწყო სველი წერტილები, გათბობის სისტემები, ელექტროგაყვანილობა, მინი მოედნები, შეიცვალა კარ-ფანჯრები და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტ-დარბაზებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system