თავში

საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის მეთოდოლოგის გადახედვა არ განიხილება

საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის მეთოდოლოგის გადახედვა არ განიხილება
საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის მეთოდოლოგის გადახედვა არ განიხილება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის მეთოდოლოგიის გადახედვის ან მისი გაუქმების კუთხით ამ ეტაპზე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, თუმცა თოდრაძე არ გამორიცხავს, სამომავლოდ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი საერთაშორისო ანალოგებით ჩანაცვლდეს. მისივე განმარტებით, ამ მაჩვენებლის გაუქმება საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, რაც საქსტატის კომპეტენციის სფერო არაა.

„ამ კუთხით კონკრეტული ცვლილება არ გვაქვს. იმ დინებით ვაგრძელებთ ამ მაჩვენებლის გაანგარიშებას, რომელიც 2003 წლიდანაა დანერგილი. თუმცა, ამასთან დაკავშირებით პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას იყო რეკომენდაციები. სამომავლოდ ალბათ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გვექნება გადასადგმელი, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ საერთაშორისო ანალოგიების დამკვიდრება ამ მაჩვენებლის ნაცვლად. მოგეხსენებათ, საარსებო მინიმუმის გაუქმებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებია საჭირო, რაც საქსტატის კომპეტენცია არაა და არაა ჩვენზე დამოკიდებული“, - აცხადებს გოგიტა თოდრაძე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.

მიმდინარე წლის მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 189.6 ლარს შეადგენდა, ივნისში კი, ეს მაჩვენებელი 3 ლარით,186.6 ლარამდე შემცირდა.

მაისთან შედარებით, ივნისში 2.6 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 165.3 ლარს შეადგენს. 5 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელიც 313.0 ლარზე დაფიქსირდა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმს, სულადობის მიხედვით, ივნისის მონაცემები ასე გამოიყურება:

ერთსულიან ოჯახზე 165.3 ლარი,

ორსულიანზე – 264.4 ლარი,

სამსულიანზე – 297.5 ლარი,

ოთხსულიანზე – 330.5 ლარი,

ხუთსულიანზე – 371.9 ლარი,

ექვსსულიანზე და მეტსულიან ოჯახებზე – 439.6 ლარი.

შეგახსენებთ საქსტატის მიერ განსაზღვრული მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system