თავში

საარსებო შემწეობას მოსახლეობის 13.5%-ი იღებს

საარსებო შემწეობას მოსახლეობის 13.5%-ი იღებს
საარსებო შემწეობას მოსახლეობის 13.5%-ი იღებს

სოციალური მომსახურების სააგენტოს სექტემბრის მონაცემებით, სახელმწიფოსგან ყოველთვიურ საარსებო დახმარებას უკვე 502 258 ადამიანი იღებს, რაც საქართველოს მოსახლეობის 13.5%-ია.

სახელმწიფოსგან დანიშნულ საარსებო მინიმალურ თანხას, რომელიც თვეში 60 ლარია თითო ადამიანზე, საქართველოში მცხოვრები 140 ათასი ოჯახი იღებს. ბოლო ერთ წელიწადში კი, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ამ დახმარების მიმღებთა რიცხვი 17%-ით არის გაზრდილი. 

სახელმწიფო შემწეობას ყველაზე მეტი ბენეფიციარი თბილისში ჰყავს. დედაქალაქში საარსებო შემწეობას იღებს 106 ათასი ადამიანი, რაც მისი მოსახეობის 9.5%-ია. 

ყველაზე ღარიბი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმია, სადაც მოსახლეობის 43% საარსებო შემწეობაზეა დამოკიდებული. ღარიბ რეგიონებად შეიძლება მივიჩნიოთ ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთი, რომლის მცხოვრებთა19.2%-ი იღებს საარსებო შემწეობას,  გურია, სადაც მოსახლეობის 18.9%-ია დამოკიდებული სახელმწიფო შემწეობაზე, შიდა ქართლი, სადაც შემწეობას იღებს მოსახლეობის 17.8%  და მცხეთა მთიანეთი, რომლის მისახლეობის 16.3%-ია დამოკიდებული სოციალურ დახმარებაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system