თავში

საბანკო დეპოზიტების მოცულობა გაზრდილია

საბანკო დეპოზიტების მოცულობა გაზრდილია
საბანკო დეპოზიტების მოცულობა გაზრდილია

საბანკო დეპოზიტების მოცულობა 2020 წლის აგვისტოში წ/წ 19.1%-ით გაიზარდა და 30.9 მლრდ ლარს გაუტოლდა. 

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, ლარის დეპოზიტებმა - 12.5 მლრდ (+36.3% წ/წ), ხოლო უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების მოცულობამ 18.4 მლრდ ლარის ექვივალენტი (+9.3% წ/წ) შეადგინა. 

აგვისტოს ბოლოს, ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების წილი მთლიან დეპოზიტებში 40.5%-ს გაუტოლდა (+1.3 პპ თ/თ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით).

ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში მოზიდული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა 0.6 პპ-ით შემცირდა, რაც ეროვნულ ვალუტაში მოზიდულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთების თ/თ 0.4 პპ-ით შემცირებამ, ხოლო უცხოურ ვალუტებში - თ/თ 0.2 პპ-ით ზრდამ განაპირობა.

ცნობისთვის, დეპოზიტი არის კლიენტის მიერ ბანკში გარკვეული პერიოდით ან უვადოდ განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება საპროცენტო სარგებელი. ამ შემთხვევაში დეპოზიტები მოიცავს როგორც ვადიან და მოთხოვნამდე ანაბრებს, ასევე მიმდინარე ანგარიშებსაც. თანხის განთავსებასა და სარგებლობაზე ბანკს შესაძლოა დაწესებული ჰქონდეს გარკვეული საკომისიოები. როგორც წესი, კომერციული ბანკები დეპოზიტის სინონიმად იყენებენ ანაბარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system