თავში

საბერძნეთის ელჩი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს

საბერძნეთის ელჩი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს
საბერძნეთის ელჩი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს

"ხელისუფლებას ვაცნობეთ, რომ შეგვეძლო საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში უპირობოდ მიგვეღო, მათგან შესაბამის პასუხს ველოდით,რაც ვერ მივიღეთ", - აცხადებს საბერძნეთის ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი, რომელიც საქართველოს მთავრობას საზღვრების გაუხსნელობის გამო აკრიტიკებს. ბერძენი დოპლომატისთვის ქართული მხარის გადაწყვეტილება გაუგებარია, რადგან, მისი თქმით, საქართველომ საკუთარი საზღვრები იმ სახელმწიფოებს გაუხსნა, სადაც ეპიდემიური მდგომარეობა გაცილებით რთული იყო, ვიდრე საბერძნეთში.

ელჩი აღნიშნავს, რომ ერთი თვის წინ კომუნიკაციისას მიიღო პირობა და გარანტიები,რომ ივლისში საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნებოდა, ვისთვისაც თბილისი საზღვარს უპირობოდ გახსნიდა,თუმცა მოგვიანებით სიის მიღმა დარჩნენ. წერილში კი, რომელიც გასულ კვირას ბერძნული ავიაციის სააგენტომ ქართულისგან მიიღო, წერია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება 31 აგვისტომდე უცვლელი რჩება.

”საბერძნეთი არა მხოლოდ მწვანე ზონას წარმოადგენს ევროკავშირისთვის, არამედ მისი სტატისტიკა 5 ჯერ უკეთესია, ვიდრე გერმანიასა და საფრანგეთის,სადაც რეგულარული ფრენები დასაშვები გახდა. რატომაა პრობლემა, რომ გვქონდეს თვეში თუნდაც 4 ფრენა, რომ წამოვიყვანოთ საქართველოში მყოფი ადამიანები საკუთარ ოჯახებში და სამუშაოებში, თვითმფრინავში დაახლოებით 150-160 ადამიანი თუ დაეტევა? ამავე დროს, ცნობილია, რომ საბერძნეთში ევროპაში ყველაზე მსხვილი ქართული დიასპორა გვყავს, ბევრი მოქალაქე გვყავს სამუშაოს უფლებით. მარტის შემდგომ ისინი საქართველოში ჩარჩნენ. გვყავს ათასზე მეტი ადამიანი საქართველოში, ესენი არიან სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ოჯახის წევრები დროებითი ცხოვრების უფლების მქონეები, მათ აქვთ შიში რომ სამსახურებს დაკარგავენ. ამავდროულად, ის ფულადი გზავნილები, რომელიც საბერძნეთიდან საქართველში მოდიოდა შეჩერდა, წარმოდგენა რომ გქონდეთ ამ ციფრებზე, გეტყვით რომ გასულ წელს 200 მილიონი დოლარი შეიტანეს საბერძნეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ ოჯახებში”, - ამბობს საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system