თავში

საბიუჯეტო დეფიციტი უმაღლეს ნიშნულზეა

საბიუჯეტო დეფიციტი უმაღლეს ნიშნულზეა
საბიუჯეტო დეფიციტი უმაღლეს ნიშნულზეა

ბიუჯეტის დეფიციტი 10 წლის წინანმდელ ნიშნულ დაუბრუნდა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, დეფიციტის არნახული ზრდაა, რაც ეპიდემიური ვითარებით არის გამოწვეული. ასეთ სიტუაციაში, როგორც ეკონომისტები ფიქრობენ, ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია, რომ სასწრაფოდ მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება, რამაც შეიძლება მეტნაკლებად დაასტაბილუროს ვითარება. 

ეკონომისტ გივი მომცელიძის შეფასებით, როდესაც ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება, ინფლაციას და მოქალაქეების კეთილდღეობას სერიოზული საფრთხე ექმნება. ამიტომ სასწრაფოდ არის ზომები მისაღები. 

,,მთლიანად ეკონომიკა და მოქალაქეები სერიოზულ საფრთხეში არიან ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტის გამო. ერთადერთ იმედს იძლევა ის გარემოება, რომ  საქართველო ასრულებს საერთაშორისო მოთხოვნებს, რეკომენდაციებს, რასაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უწესებენ ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს, ეკონომიკა კრიზისიდან სწრაფად უნდა გამოვიყვანოთ. ამისთვის უნდა გავზარდოთ წარმოება და საბიუჯეტო სახსრების მობილიზაცია შევძლოთ. ამისთვის კი, ქვეყნისთვის პრინციპულად არის მნიშვნელოვანი, ბოლო პერიოდში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების ტრენდი შენარჩუნდეს, რათა არ დაგვჭირდეს ხელახლა რეგულაციების დაწესება და საკარანტინო შეზღუდვების შემოღება"- ამბობს მომცელიძე report.ge-თან.

ბიუჯეტის კორექტირების აუცილებლობაზე აცხადებს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი თემურ ხომერიკი. მისი შეფასებით, საბიუჯეტო დეფიციტის ნეგატიური გავლენა დაეტყობა სწორედ სამომხმარებლო ბაზარს, ლარის კურსს და არსებულ მდგომარეობას უფრო მეტად დაამძიმებს. 

,,თავიდან, როცა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გამოქვეყნდა, გამოვთქვი მოსაზრება, რომ ბიუჯეტის კორექტირება იქნებოდა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესს, ასევე მოსახლეობას, ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში პრობლემა შეექმნებოდა. ჩემი ვარაუდი გამართლდა. ეკონომიკის ბევრი ფაქტორი უაღრესად ნეგატიურია. ინვესტიციები არ გაზრდილა, პირიქით, შემცირდა, შემოდინებები, გზავნილებს თუ არ ჩავთვლით უცხოეთიდან, მცირდებოდა.  ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ბიუჯეტს დეფიციტის მხრივ დიდი პრობლემა ემუქრება მომავალშიც და და ერთ-ერთი გამოსავალია მისი კორექტირება, ამისთვის, მინიმუმ, 2 კვარტლის შედეგი უნდა შეჯამდეს“- აცხადებს ხომერიკი report.ge-თან.

ცნობისთვის, 2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშით, საქართველოს ხაზინაში 527.7 მლრდ ლარის დეფიციტია. 2011 წლიდან ბიუჯეტის ასეთი მაღალი დეფიციტი ქვეყანას ჯერ არ ჰქონია.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 3,010 მლრდ ლარი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ხარჯებმა 3,102 მლრდ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ დეფიციტშია ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც. ეს უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში პირველად ხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system