თავში

საჩხერეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი გაიხსნა

საჩხერეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი გაიხსნა
საჩხერეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი გაიხსნა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამსახურის ოფისი გაიხსნა საჩხერეში. ცერემონიაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ყველა საჭირო ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებით აღჭურვილი შენობა, სადაც განთავსებულია ლაბორატორიებიც.

„თანამედროვე ოფისების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ის გამოწვევები დავძლიოთ, რომელიც მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების ასევე, უვნებელი სურსათის კუთხით გვაქვს“, - თქვა დავითაშვილმა.

მისი განცხადებით, სამინისტროს ექნება მუდმივი კომუნიკაცია რეგიონების მაცხოვრებლებთან, რათა „რეგულაციების დანერგვა მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს“.

მინისტრმა, სტუმრებთან ერთად,სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკაც დაათვალიერა და საჩხერის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.

საჩხერეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისის გახსნას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე,სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსიზურაბ ჩეკურაშვილი, სამინისტროს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის უფროსი ირაკლი გულედანი, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს სურსათის ერვნული სააგენტოს ახალი ოფისი უკვე გაიხსნა აბაშის მუნიციპალიტეტში. თანამედროვე სტანდარტების ოფისების გახსნა იგეგმება ფოთსა და მესტიაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system