თავში

სად გადის ,,წითელი ხაზი" იმპორტისთვის

სად გადის ,,წითელი ხაზი" იმპორტისთვის
სად გადის ,,წითელი ხაზი იმპორტისთვის

იმპორტი მასშტაბურ კლებას განიცდის. ფაქტობრივად ყველა სასაქონლო ჯგუფში შემცირებაა, როგორც იმპორტიორები აღნიშნავენბ, იმპორტმა ,,წითელი ხაზი" გადაკვეთა და უკვე იმ ზღვარზეა, როცა ამის მეტად შეუძლებელია შემცირდეს. კლების ძირითად მიზეზად დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია ტურიზმის სფეროს ღრმა კრიზისს და მსყიდვითუნარიანობის შემცირებას მიიჩნევს. 

,,შეიძლება ითქვას, რომ ,,წითელი ხაზი" გადაიკვეთა, იმპორტი კატასტროფულ სიტუაციაშია, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა. ეს განპირობებულია იმით, რომ ტურიზმი ჩავარდა და მსყივითუნარონობაც ასევე მკვეთრად არის შემცირებული. ძირითადი მოხმარების საქონელზე მოთხოვნა მეტ-ნაკლებად თითქოს შენარჩუნებულია,  მაგრამ პროდუქციის დიდ ნაწილზე მოთხოვნ და, შესაბამისად, იმპორტიც ძალიან დაბალ დონეზეა. ხალხი მასიურად ცდილობს, რომ ძირითადი მოხმარების პროდუქტი იყიდოს. მაგალითისთვის, ზეთი 3 ლარი ღირდა და 5 ლარი გახდა, ამ დროს შემოსავალი არ მატულობს, პირიქით, მცირდება. ცხადია, მომხმარებელი ზეთს ნებისმიერ ფასად შეიძენს, სამაგიეროდ, უარს იტყვის სხვა პროდუქტის, თუნდაც, შოკოლადის ორცხობილას შეძენაზე, რაც ლოგიკურია. ეს  ნიშნავს, პირველად მოხმარებაზე მოთხოვნა პროპორციულად არის შემცირებული, კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს. იმპორტი უკვე იმ ზღვარზეა, რომ ამაზე მეტად ვერც შემცირდება, მაშინ კოლაფსი გარდაუვალი იქნება", - ამბობს ივა ჭყონია.

მისი შეფასებით, იმპორტი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ლარის კურსის გამოც, თუმცა ამ ეტაპზე მოხმარება სეზონური ფაქტორის გათვალისწინებითაც, შემცირებულია.

,,იანვარი, რეალიზაციის თვალსაზრისით, ყოველთვის პასიური თვეა. მომხმარებელი აქტიურობას თებერვლიდან იწყებს, საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე საფასო ცვლილებები გავლენას აქაც მოახდენს, საკმაოდ მძიმე პერიოდი გველის. სავალუტო რყევებს მოაქვს მხოლოდ ნეგატივი, ამის გამო ბიზნესი რთულ მდგომარეობაშია. მიბმული ვართ უცხოურ ვალუტაზე, რაც მპრობლემას უქმნის არა მხოლოდ იმპორტს, ადგილობრივ წარმოებასაც, რომელიც უცხოური ნედლეულის მომხმარებელია", - ამბობს ივა ჭყონია.

საქსტატის მიხედვით, პანდემიურ 2020 წელს საქართველოში უცხოური საქონლის იმპორტი $1.5 მილიარდი დოლარით, $8 მილიარდამდე შემცირდა. იმპორტის 15.9%-იანი კლების მიზეზად ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი სახელდება.

10 უმსხვილეს საიმპორტო საქონელს შორის 9 დასახელების პროდუქციის იმპორტი შემცირებულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system