თავში

სად განხორციელდა ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია

სად განხორციელდა ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია
სად განხორციელდა ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია

საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-მა ყოველკვირეული ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წლიურად 1.4%-ით გაიზარდა 299.0 მლნ აშშ დოლარამდე 2021 წლის მე-3 კვარტალში, წინა კვარტლის 23.9%-იანი ზრდის შემდეგ (რომელიც ზრდის მიმართულებით დაზუსტდა). 

საქსტატის მიხედვით, მე-3 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ძირითადად რეინვესტიციით იყო განპირობებული, რომელიც წლიურად 138.1%-ით გაიზარდა და მთლიანი ინვესტიციების 98.1% შეადგინა. 

აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა შემდეგ სექტორებში: საფინანსო სექტორი (87.1 მლნ აშშ დოლარი, -32.9% წ/წ), ენერგეტიკის სექტორი (69.3 მლნ აშშ დოლარი, +101.5% წ/წ), დამამუშავებელი მრეწველობა (54.8 მლნ აშშ დოლარი, +88.8% წ/წ) და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (42.5 მლნ აშშ დოლარი, +300.6% წ/წ). 

უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ გაერთიანებული სამეფო (60.9 მლნ აშშ დოლარი), ნიდერლანდები (59.8 მლნ აშშ დოლარი) და ჩეხეთი (36.0 მლნ აშშ დოლარი).

ჯამურად, 2021 წლის პირველ 9 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3.2%-ით გაიზარდა და 728.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-ის 5.5%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system