თავში

სადახლოს განახლებული საბაჟო რამდენიმე დღეში გაიხსნება

სადახლოს განახლებული საბაჟო რამდენიმე დღეში გაიხსნება
სადახლოს განახლებული საბაჟო რამდენიმე დღეში გაიხსნება

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაწავარიანის განცხადებით, რამდენიმე დღეში სადახლოს განახლებული, ევროსტანდარტების შესაბამისი, საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნება.

„სულ რამდენიმე დღეში გვექნება შესაძლებლობა გავხსნათ ე.წ. სადახლოს საბაჟოს გამშვები პინქტი, რომელიც ასევე ეროსტანდარტებით არის აღჭურვილი. რამდნიმე კვირის წინ თურქ კოლეგებთან ერთად განახლებული სარფის საბაჭო გავხსენით. ახლა აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ ერთი საბაჟოს კონცეფციაზე, რომელიც ძალიან საინტერესო პროექტია. ეს მხარდაჭერილია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და ამას პოლიტიკურადაც დიდი დატვირთვა აქვს,” - განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრის განმარტებით, საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს, რაც ამარტივებს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტების საბაჟო პროცედურებს.
„სერვისების ნაწილში, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბაჟო სერვისების 100 პროცენტი ელექტრონული წესით მიეწოდება გადამხდელს და ამ კუთხით, ძალიან ვუახლოვდებით „ციფრული საბაჟოს“ კონცეფციას“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.
მისი თქმით, წელს, პირველად გახდა შესაძლებელი საბაჟოზე საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით წარმოდგენა, რაც ამარტივებს საბაჟო ადმინისტრირებას გადამხდელებისთვის და კიდევ უფრო დაცულს ხდის ამ მნიშვნელოვან დოკუმენტს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system