თავში

სადაზღვევო კომპანიების მოგება 49%-ით გაიზარდა

სადაზღვევო კომპანიების მოგება 49%-ით გაიზარდა
სადაზღვევო კომპანიების მოგება 49%-ით გაიზარდა

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიმოხილვის მიხედვით, 2020 წლის 6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 376,9 მილიონი ლარი, რაც 9%–ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე. 

მზღვეველების სადაზღვევო მოგება შეადგენს 89,5 მილიონ ლარს და გაზრდილია 23%-ით, ხოლო წმინდა მოგება კი 29,2 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 49%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 976,7 მილიონ ლარს და წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემთან შედარებით გაზრდილია 3%-ით, ხოლო კაპიტალი გაზრდილია 18%-ით და შეადგენს 273,9 მილიონ ლარს.

სადაზღვევო კომპანიების მიერ 2020 წლის 6 თვის განმავლობაში ანაზღაურდა 154,3 მლნ. ლარის სადაზღვევო ზარალი, რაც 24%-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე, თუმცა ნეტო ანაზღაურებული ზარალების ოდენობა გაზრდილია 3%-ით და 131,4 მლნ. ლარს შეადგენს.

2020 წლის 6 თვის განმავლობაში გამომუშავებულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 297,3 მილიონი ლარი, რაც 11%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე, ნეტო გამომუშავებული პრემია კი გაზრდილია 15%-ით და 240,4 მლნ. ლარს შეადგენს.

2020 წლის 6 თვის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო ზარალების ოდენობა შეადგენს 190,8 მლნ. ლარს, რაც 39%-ით ნაკლებია წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე, თუმცა ნეტო დამდგარი ზარალების ოდენობა გაზრდილია 9%-ით და 141,3 მლნ. ლარს შეადგენს.

2020 წლის 30 ივნისის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system