თავში

სადაზღვევო სექტორი მზადაა, covid-19-ის მართვაში აქტიურად ჩაერთოს

სადაზღვევო სექტორი მზადაა, covid-19-ის მართვაში აქტიურად ჩაერთოს
სადაზღვევო სექტორი მზადაა, covid-19-ის მართვაში აქტიურად ჩაერთოს

სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების მონაწილეობა covid-ის მართვაში ოფიციალურად გაფორმდა, თუმცა, როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა  დევი ხეჩინაშვილმა report.ge-ს აცნობა, ჯერჯერობით მათ დაავადების მართვის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ. ხეჩინაშვილის თქმით, ექიმები მზად არიან, შესაბამისი ტრენინგები გაიარეს, შეთანხმება გაფორმდა და  როგორც კი მათი ჩართვა გახდება საჭირო, აქტიურად ითანამშრომლებენ ჯანდაცვის საჯარო სექტორთან. თუმცა ხეჩინაშვილი არ აკონკრეტებს რა შეიცვლება ამით სადაზღვევო ინდუსრიისთვის, მისი თქმით, დიდად არაფერი, გარდა იმისა, რომ კერძო სექტორი საჯაროსთან ერთად - ერთიანი სისტემის თანამონაწილე ხდება.

,,კოვიდინფიცირებულთა მართვის პროცესში სადაზღვევოები ჯერჯერობით არ მონაწილეობენ. ბაზა დაინსტალირდა, ტრენინგი გაიარა 60-მა მედპერსონალმა.  ამდენად, პროექტი ჩაეშვა, მაგრამ ისე, რომ კოვიდინფიცირებულის მკურნალობის პროცესში ჯერჯერობით სადაზღვევოების წარმომადგენლები არ მონაწილეობენ, ჩანს, რომ ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ არის. მთავრობაც ხედავს, სადაც გადის და სად არა თავისი შესაძლებლობების ზღვარი. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს ონლაინ კლინიკაც, რაც დაავადების სწორად მართვის მიმართულებით შედეგს მოიტანს. როგორც აღვნიშნე, ჩვენი ოჯახის ექიმები ტექნიკურადაც მზად არიან და შეუძლიათ, მართონ ეს პროცესი, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები covid-19თან დაკავშირებით", - ამბობს ხეჩინაშვილი.

მისი თქმით, დაავადების ერთიანი მარვის  სქემა ასეთია: 112-ში უნდა დარეგისტრირდეს დაავადებული, მსუბუქი თუ არის მდგომარეობა, მას მმართავს ოჯახის ექიმი, მაგრამ აუცილებელია ერთიან სისტემაში იყოს ჩართული. თუ გართულდა სიტუაცია, მართვას ისევ სახელმწიფო აგრძელებს. 

,,ერთიანი სისტემაა, უკვე ველოდებით, როდის გამოჩნდება საჭიროება, სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს, თუმცა რა შეიცვლება ამით სადაზღვევო ინდუსტრიისთვის, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტვით. არ მგონია, ამან რაიმე კონკრეტულ შედეგზე გაგვიყვანოს, თუმცა კარგია თავისთავად ფაქტი, რომ ერთიანი პროცესის მონაწილე ვხდებით", - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მსუბუქი პაციენტების მართვის პროცესში, რომლებიც ბინაზე მკურნალობას განაგრძობენ, ჩართულნი არიან სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებიც. პრემიერის ინფორმაციით, ასევე ფუნქციონირებს „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ რომელიც პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე სისტემატურ მონიტორინგს ახორციელებს, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system