თავში

სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი იზრდება

საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი იზრდება
სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი იზრდება

საერთაშორისო ინვესტორებს დაახლოებით 600 მილიონი ლარის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები აქვთ შესყიდული, რაც ქვეყნის საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას უკავშირდება.

ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ბექა ლილუაშვილის თქმით, მთავრობა კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე და პორტფელური ინვესტორების მოზიდვაზე აკეთებს აქცენტს, რათა ქვეყანაში გაჩნდეს ფინანსების ალტერნატიული წყარო. მისი თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ  საბანკო პროდუქტების პარალელურად ქვეყანაში ფინანსებზე წვდომის ალტერნატიული მექანიზმი განვითარდეს.

რთულია იმის თქმა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უფრო შემოვა თუ პორტფელური ინვესტიციები ქვეყანაში. პროტფელური ინვესტიციების კუთხით, დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და კომერციული სექტორის წარმომადგენლებს დაახლოებით 600 მილიონი ლარის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები აქვთ შესყიდული. ინტერესი ფაქტობრივად ყველა აუქციონზეა. ფინანსთა სამინისტროს მიერ ბოლო დროს ჩატარებულ ყველა აუქციონზე ნახავთ უცხოელ ინვესტორს, რომელიც ამ ფასიანი ქაღალდს ყიდულობს. ეს ჩვენი ქვეყნის სუვერენული საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესებაზე მეტყველებს. გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია უშუალოდ პორტფელურ ინვესტორებთან. მაგალითად, ახლახან ლონდონში გვქონდა ვიზიტი, სადაც ინვესტორთა საზოგადოებას შევხვდით და მათ ჩვენი ბაზარი შევთავაზეთ საინვესტიციო მიმართულებით. მათ უკვე დიდი დაინტერესება გამოხატეს და მომდევნო კვირის აუქციონს ელოდებიან“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system