თავში

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ფინანსურად დაეხმარება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ფინანსურად დაეხმარება
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ფინანსურად დაეხმარება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს გვერდით დგას,- ამის შესახებ საერთაშრისო სავალუტო ფონდის მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა საქართველოში სელიმ ჩაკირმა განაცხადა ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე, რომელსაც სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ესწრებოდნენ.

“ქართულ მხარეს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ძლიერი გამოცდილება გააჩნია, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა უცხოური რეზერვების და ფისკალური რეზერვების შექმნა. მათი გამოყენება შეიძლება პოლიტიკური რეაგირების ნაწილი გახდეს საქართველოს ეკონომიკაში კორონავირუსის ეკონომიკურ ეფექტსა და გავლენასთან საბრძოლველად. საერთაშორისო სავალუტო ფონდი აგრძელებს, საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან პროდუქტიულ თანამშრომლობას, ღია და კონსტრუქციულ დიალოგს, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, შოკის ეფექტის და გავლენის შესაფასებლად, დროული და გადამწყვეტი ნაბიჯების შესამუშავებლად, რათა პანდემიის ეკონომიკური ეფექტი განეიტრალდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა, საქართველოს დაეხმაროს ამ გამოწვევებით აღასვსე და რთულ ვითარებაში”- განაცხადა სელიმ ჩაკირმა.

საქართველომ მიმართა, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, მის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში ქვეყნისთვის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system