თავში

საფოსტო და საკურიერო კომპანიების შემოსავლები 90,2 მლნ. ლარია

საფოსტო და საკურიერო კომპანიების შემოსავლები 90,2 მლნ. ლარია
საფოსტო და საკურიერო კომპანიების შემოსავლები 90,2 მლნ. ლარია

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 90,2 მლნ. ლარი შეადგინა.  აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 77,7 პროცენტს შეადგენს, ხოლო 22,3 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია. 

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 52,9 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 87,3 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 12,7 პროცენტი - ადგილობრივ გზავნილებზე.

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 26,3 პროცენტი წერილობით კორესპოდენციებზე მოდის, რომლის 55,0 პროცენტი საერთაშორისო, ხოლო 45,0 პროცენტი - ადგილობრივი გზავნილებია.

საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2019 წლის განმავლობაში გაგზავნილია 6120.2 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 2748.2 ათასი ამანათი. 2019 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებულ საწარმოებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 3.9 ათას კაცს შეადგენდა. მათ შორის 868 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system