თავში

საგადასახადო შეღავათების გავლენა ეკონომიკაზე

საგადასახადო შეღავათების გავლენა ეკონომიკაზე
საგადასახადო შეღავათების გავლენა ეკონომიკაზე

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2 დღის წინ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საკუთარი პროგრამის წარდგენისას განაცხადა, რომ აუცილებელია დამატებითი რესურსების მობილიზება და არსებული საგადასახადო შეღავათები გადასახედია, მათი ნაწილი უნდა გაუქმდეს.

ეკონომიკის სპეციალისტების ნაწილი საგადასახადო შეღავათების დაწესების იდეას არ ემხრობა. მათი განმარტებით, საგადასახადო შეღავათი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ აუმჯობესებს. მათივე მტკიცებით, საგადასახადო შეღავათები ეწინააღმდეგება სამართლიანი დაბეგვრის პრინციპებს და ამახინჯებს ბაზარს, რადგან შეღავათები არათანაბარ და არაკონკურენტულ პირობებში აყენებს ბაზრის სხვადასხვა მონაწილეს.

„პრაქტიკა რასაც აჩვენებს, რომ რაიმე სახის საგადასახადო შეღავათები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ აუმჯობესებს, ეს არის ტყუილი. უბრალოდ ამ კონკრეტულ ვითარებაში გააუმჯობესებს იმ კონკრეტული ინვესტორების ვითარებას, ვისაც ეს შეღავათი დაუწესდება. საქართველოში საგადასახადო წნეხი ქვეყანაში მაღალი არ არის და ის ვერ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორი ინვესტიციებისთვის. თუ ზოგადად საგადასახადო წნეხის კიდევ უფრო დაწევაზე ვისაუბრებთ, ეს იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ერთეული ინვესტორებისთვის შეღავათი არასწორი და გაუმართლებელია. თუ დღეს ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 25%-ს ვიღებთ გადასახადებიდან ეკონომიკაში, ეს შეგვიძლია დავწიოთ, მაგრამ თავისთავად ეს ვერ იქნება გამოსავალი,“ - ამბობს  საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის გენერალური დირექტორი ლექსო ალექსიშვილი.

როგორც წესი, საგადასახადო შეღავათები არის კონტრპროდუქტიული. თუნდაც დროებითი შეღავათები ინვესტიციების მოსაზიდად არ არის კარგი გამოსავალი. როდესაც ბაზრის რომელიმე მონაწილეს სთავაზობ საგადასახადო შეღავათს, ეს გარდაუვლად იწვევს ბაზრის დამახინჯებას და სხვა ბიზნესს არა\თანაბარ პირობებში აგდებ. თუ შევხედავთ საგადასახადო შეღავათებს დასაქმების თვალსაზრისით, ამ მიმართულებითაც ვერაა ის შედეგიანი.  შეიძლება გარკვეულ ბიზნესებში დასაქმებას შეუწყოს ხელი, მაგრამ იმ ბიზნესებში, სადაც შეღავათები არ წესდება და არაკონკურენტულ ვითარებაში ხვდებიან, სამუშაო ადგილები მცირდება. ამიტომ როცა შეღავათებზე ვსაუბრობთ, წმინდა ეფექტს უნდა შევხედოთ, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებით ძალიან იშვიათადაა ხოლმე დადებითი,“ - ამბობს PMC კვლევითი ცენტრის ეკონომისტი მიხეილ კუკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system