თავში

საგარეო ვაჭრობაში ისევ დიდი ჩამორჩენაა

საგარეო ვაჭრობაში ისევ დიდი ჩამორჩენაა
საგარეო ვაჭრობაში ისევ დიდი ჩამორჩენაა

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში კვლავ დიდი ჩამორჩენა აქვს. გარდა იმისა, რომ გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნმის შემცირებაა, ადგილობრივ ბაზარზეც გადახდისუნარიანობის კელბა, ასევე წარმოების სიმცირე ქვეყნის საგარეო ვაჭრობაზე ნეგატიურად აისახება. ასეთ სიტუაციაში, როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე report.ge-თან აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოება წახალისდეს და პრიორიტეტები აგრარულ სექტორსა და გადამამუშავებელ მრეწველობაზე გაკეთდეს. მისი თქმით, ორივე მიმართულება საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნის ყველაზე ზრდადი ტემპით ხასიათდება.

,,პანდემიამ მრავალი პრობლემა და თავსატეხი გაგვიჩინა, რაც წმინდა ქართული მოვლენა არ არის, ანალოგიურ მდგომარეობაშია მსოფლიოს უამრავი ქვეყანა. ზოგადად, ბაზრებზე მოთხოვნის მკვეთრი კლება ფიქსირდება, ამ დროს სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ერთ-ერთი გამონაკლისა, რომლის მიმართ მოთხოვნა არ შემცირებულა. თუმცა ჩვენ საექსპორტო პროდუქცია არ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით ღვინოს და თხილს, რომლის ექსპორტიც ასევე გაზრდილია. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისთვის, რომ უარყოფითი სალდო შევამციროთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მსუბუქი მრეწველობის წილის ზრდა, რის შესაძლებლობაც ქვეყანას ჯერჯერობით არ გააჩნია. თუმცა, არსებული პოტენციალის გამოყენებით, ჩვენ ამ მიმართულებით სერიოზული გარდატეხის მოხდენა შეგვიძლია და მთელი შესაძლებლობები ამისკენ უნდა მივმართოთ. მნიშვნელოვანია როგორც საექსპორტო პროდუქციის, ასევე ბაზრების დივერსიფიცირება. უნდა შევძლოთ, რომ ექსპორტის გზით შემცირდეს უარყოფითი სავაჭრო სალდო. მართალია, ამ მიმართულებით კლება არის, მაგრამ ამის განმსაზღვრელი ფაქტორი მოხმარების კლებაა და  წარმოების ზრდას ეს ცვლილება არ უკავშირდება. გვესაჭიროება ისეთი წარმოება, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ექსპორტის ზრადში დაგვეხმარება", - აცხადებს report.ge-თან ავთო სილაგაძე.

მისი თქმით, უნდა ველოდოთ მდგომარეობის თანდათან გამოსწორებას, რამდენადაც პრობლემა ასევე გლობალური მოთხოვნის შემცირება და საქართველოს, როგორც სატრანზიტო და ჰაბის ფუნქციის ნაკლებად გამოყენება. როგორც სილაგაძე აღნიშნავს, ეპიდემიისას მრავალი პრობლემა დაგროვდა, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და საბოლოოდ ქვეყანამ საგარეო ვაჭრობაში უკანდახევა განიცადა.

ცნობისთვის, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.0 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 494.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (6.8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 159.3 მლნ. აშშ დოლარი (14.1 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-თებერვალში 664.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system