თავში

საგარეო ვაჭრობაში კვლავ დიდი ჩამორჩენაა

საგარეო ვაჭრობაში კვლავ დიდი ჩამორჩენაა
საგარეო ვაჭრობაში კვლავ დიდი ჩამორჩენაა

საგარეო ვაჭრობაში არებული ნეგატიური ტრენდის დაძლევას საქართველო ჯერჯერობით ვერ ახერხებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი სპეციალისტების შეფასებით, როგორც გადახდისუნარიანობის შემცირება, ასევე მოთხოვნის კლებაა თვითონ გლობალურ ბაზრებზეც, რაც საბოლოოდ საგარეო ავჭრობაში ჩამორჩენას განაპირობებს. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე report.ge-თან აღნიშნავს,მდგომარეობა ვერ შეიცვლება, სანამ აგრარულ სექტორი და გადამამუშავებელ მრეწველობა წარმოების სიმცირეს განიცდის. 

,,ჩვენ საექსპორტო პროდუქცია არ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით ღვინოს და თხილს, რომლის ექსპორტიც ასევე გაზრდილია. დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისთვის, რომ უარყოფითი სალდო შევამციროთ. ცხადია, ამ მდგომარეობაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ, არიან ქვეყნები, რომლებსაც თეული წლების მანძილზე ჰქონდათ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, თუმცა შეძლო მდგომარეობის გამოსწორება მომსახურებისა და გადაზიდვების ხაზით. პერსპექტივაში ჩვენც ასეთი მოდელი უნდა ავირჩიოთ და ვიზრუნოთ მომსახურების მიმართულებით დადებითი სავაჭრო ბალანსის ფორმირებისთვის. მნიშვნელოვანია აგრეთვე როგორც საექსპორტო პროდუქციის, ასევე ბაზრების დივერსიფიცირება. უნდა შევძლოთ, რომ ექსპორტის გზით შემცირდეს უარყოფითი სავაჭრო სალდო. გვესაჭიროება ისეთი წარმოება, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის და ექსპორტის ზრადში დაგვეხმარება",  - ამბობს სილაგაძე.

ეკონომისტი პაატა შეშელიძე განმარტავს, რომ გაცილებით მეტი პრობლემა შეიქმნებოდა, როც ქვეყნებს და მათ შორის, საქართველოს, ბაზრები ჩაეკეტათ. მისი თქმით, ერთ-ერთი გამსოავალია,  განსაკუთრებით ევროკავშირის ბაზარზე გაკეთდეს აქცენტი, რა მხრივაც სჭირდება ბიზნესს დახმარება, რადგან საკუთარი რესურსით ევროპულ ბაზრებზე გასვლა და ნიშის დაკავება უჭირს. 

სამწუხაროდ, საგარეო ვაჭრობაში დიდი ჩამორჩენაა. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ პანდემიის პრობლემა, ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა ქვეყანა და მნიშვნელოვანია, მისი მოგვარების საკითხს როგორ მივუდგებით. covid-19-მა პრობლემა გამოიწვია არა მარტო ქვეყნისთვის, მოქალაქეებისთვისაც, რაზეც გარკვეული ნეგატიური გავლენა კომუნიკაციის, შესაძლებლობების შეზღუდვამაც იქონია, საბოლოოდ კი საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებში ნეგატიურად აისახა. ეპიდემიურ პერიოდში საგარეო ვაჭრობაში ერთ-ერთი პლიუსი იყო, რომ ბაზრები არ ჩაკეტილა. მაგრამ არსებულ ვითარებაში ბიზნესისთვის გარანტირებული არც შემოსავლებია და არც - ბაზრები. მდგომარეობა დაამძიმა იმანაც, რომ არასწორად დაისვა აქცენტები, გადაწყვეტილებების 90% არასაბაზრო, არამოტივაციური იყო. ჩემი აზრით, შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გზა საგადასახადო წნეხის შემცირებაა, რომ ბიზნესს მეტი შესაძლებლობა მიეცეს", - აცხადებს შეშელიძე report.ge-თან.

ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 12.0 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 494.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (6.8 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 1 159.3 მლნ. აშშ დოლარს (14.1 პროცენტით ნაკლებია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-თებერვალში, 664.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system