თავში

საგარეო ვალის დონე ჩვენს ეკონომიკასთან მიმართებაში უნდა შემცირდეს - ხუციშვილი

საგარეო ვალის დონე ჩვენს ეკონომიკასთან მიმართებაში უნდა შემცირდეს - ხუ
საგარეო ვალის დონე ჩვენს ეკონომიკასთან მიმართებაში უნდა შემცირდეს - ხუციშვილი

ქვეყნის საგარეო ვალის დონე ჩვენს ეკონომიკასთან მიმართებაში უნდა შემცირდეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

"ის, რომ ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებაში უნდა შემცირდეს, ეს იყო ჩვენი გაცხადებული მიზანი. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ კონკრეტული სესხის აღების საკითხი და ქვეყნის ვალის დონე ეკონომიკასთან მიმართებაში ყოველთვის იქნება განხილული და გადაწყვეტილება ამასთან მიმართებაში იქნება მიღებული მხოლოდ და მხოლოდ ფისკალური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არა სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. მეორე საკითხი, რაც ამავე ხელშეკრულებას ეხებოდა, ეს არის თემა, რომელიც ეხება რეფორმებს და რეფორმებთან დაკავშირებით გაცხადებული აქვს საქართველოს მთავრობას, რომ რეფორმები გაგრძელდება და ბოლომდე იქნება მიყვანილი. სხვა ვალებთან მიმართებაში გარკვეული კორექტირების მოლოდინი ბუნებრივია, უნდა გვქონდეს. ვალის დონის მნიშვნელოვნად შემცირება აუცილებელია, რომ დაიწყოს უკვე მიმდინარე წელს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო აღარ აიღებს დამატებით სესხს კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში.

პროექტებთან მიმართებაში სესხები შეიძლება აიღოს ქვეყანამ, თუმცა ამ ნაწილში განიხილება სხვადასხვა მოდელი, მათ შორის ის მოდელიც, რომ სესხის მოცულობა კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში შეიძლება შემცირდეს და ბიუჯეტმა მოახდინოს თანხის ნაწილის კომპენსირება. ანუ ეს შეიძლება იყოს, რომ კონკრეტული დონორი სესხთან მიმართებაში იქნება წამყვანი, მაგრამ სესხის მოცულობა შემცირდება და უკვე ბიუჯეტი შევა ამ კონკრეტულ სესხთან თანადაფინანსებით, რაც შეამცირებს სესხის დონეს ეკონომიკასთან მიმართებაში. შესაბამისად. ამ მიმართულებით იქნება გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები, რომ სესხის დონე, საგარეო ვალდებულებების დონე ეკონომიკასთან მიმართებაში ჩამოვიდეს იმ ნიშნულამდე, რაც ქვეყნის ეკონომიკას შესაძლებლობას მისცემს მომდევნო პერიოდში განვითარებისთვის. ცხადად განვაცხადეთ, რომ 60%-იანი ნიშნული არ არის შესაბამისობაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. შესაბამისად, ყველა ღონისძიება იქნება გატარებული იმისთვის, რომ ამ ნიშნულმა მკვეთრად დაიწიოს უკვე მიმდინარე წელს და მომდევნო 6-8 წლის განმავლობაში ამ ნიშნულს ჰქონდეს მუდმივად შემცირებადი ტრაექტორია“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system