თავში

ირაკლი კოვზანაძე: "საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი სჭირდება ქვეყანას

"საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი სჭირდება ქვეყანას
ირაკლი კოვზანაძე: საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი სჭირდება ქვეყანას

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას. ეს კანონი იქნება ახალი გზამკვლევი ინვესტორებისთვის და ახალი ტიპის ინვესტიციებისთვის, ეს კანონი სჭირდება ქვეყანას“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ონლაინ-დიალოგისას განაცხადა.

ონლაინ-დიალოგში საჯარო სექტორის წარმომადგენლების გარდა მონაწილეობა მიიღეს საქართველოში რეგისტრირებული ყველა წამყვანი ფონდის ხელმძღვანელებმა და სხვა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, კანონმდებლების მიერ, ექსპერტთა და დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით, პირველ საკომიტეტო მოსმენამდე, რომელიც ხვალ გაიმართება, კანონპროექტის განხილვა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ კანონშემოქმედებით პროცესსა და ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ხელს შეუწყობს.

კანონპროექტი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ეროვნული ბანკის, USAID-ის, ინვესტორთა საბჭოსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system