თავში

საინვესტიციო პორტფელის წლიური ეფექტური მომგებიანობა 11.1%-ია

საინვესტიციო პორტფელის წლიური ეფექტური მომგებიანობა 11.1%-ია
საინვესტიციო პორტფელის წლიური ეფექტური მომგებიანობა 11.1%-ია

"არსებული საინვესტიციო პორტფელი საკმაოდ მიმზიდველია, რამეთუ მას უკვე დაერიცხა 100 მილიონ ლარამდე სარგებელი. საინვესტიციო პორტფელის წლიური ეფექტური მომგებიანობა 11.1%-ს შეადგენს, რაც მიმდინარე ინფლაციას 2.3-ჯერ აღემატება“, - ამის შესახებ საპენსიო სააგენტოში აცხადებენ. 

სააგენტომ საინვესტიციო დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ სტუმრებს უახლესი სტატისტიკა გააცნო.

პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ  „საპენსიო სააგენტოს“ საინვესტიციო საბჭოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა ვრცლად ისაუბრა საინვესტიციო პროცესებზე. 

პრეზენტაციაზე ონლაინ ჩაერთო საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიერ რუსსო. ასევე, დოკუმენტი შეაფასა ეროვნული ბანკის კაპიტალის ბაზრის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე სხირტლაძემ.

„საქართველოს ეროვნული ბანკი არის „საპენსიო სააგენტოს“ საინვესტიციო სამსახურის ზედამხედველი, რევირებას უწევს მხოლოდ საინვესტიციო საქმიანობას, რაც შეეხება თავად საინვესტიციო დოკუმენტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ის განსაზღვრავს „საპენსიო სააგენტოს“ საქმიანობის სტრატეგიას და აწესებს შეზღუდვებს თუ ლიმიტებს, რომელიც უკავშირდება საინვესტიციო საქმიანობას. ჩვენ დეტალურად შევაფასეთ ეს დოკუმენტი და აქტიურად ვიყავით ჩართული მისი შემუშავების პროცესში, ჩვენი შეფასება არის დადებითი, ვფიქრობთ, რომ დოკუმენტი სრულიად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ასევე ითვალისწინებს კარგ საერთაშორისო პრაქტიკასაც. ეროვნული ბანკის როლი არის საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობა, რაც გულისხმობს, იმას, რომ ეროვნული ბანკი გაუწევს მონიტორინგს/ზედამხედველობას საპენსიო საინვესტიციო საქმიანობას, იმას თუ რამდენად შეესაბამება ეს საქმიანობა საინვესტიციო პოლიტიკით განსაზღვრულ მითითებებს, რამდენად აკმაყოფილებს ეს საქმიანობა დადგენილ რისკების ლიმიტებს, ეს იქნება ძირითადად ჩვენი შეფასების მთავარი ამოცანა. თუ როგორ იქნება თანხა დაცული და რა იქნება პორტფელის მომგებიანობა, ეს დიდწილად დამოკიდებულია თვითონ დოკუმენტის საინვესტიციო სტრატეგიაზე, თუ როგორ მოხდება ამ თანხების ინვესტირება პორტფელების მიხედვით, როგორც აღნიშნა საინვესტიციო სამსახურის უფროსმა, საინვესტიციო სამსახურის მთავარი მიზანია, რომ 95% ალბათობით უზრუნველყონ დადებითი ამონაგები ამ პორტფელიდან“, - განაცხადა სალომე სხირტლაძემ.

შეგახსენებთ, საინვესტიციო დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო სააგენტოს აქტივები მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში განთავსდება. დოკუმენტის თანახმად, საპენსიო სააგენტოს აქტივების განთავსება აკრძალული იქნება: აქტივებში, რომელთა გასხვისებაც დაუშვებელია კანონით. უძრავ ქონებაში, დერივატივებში, ასევე აფილირებული პირების ნებისმიერ ქონებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system