თავში

ეროვნულმა ბანკმა საჯარო განხილვებისთვის რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩო შექმნა

საჯარო განხილვებისთვის რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩო შექმნა
ეროვნულმა ბანკმა საჯარო განხილვებისთვის რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩო შექმნა

ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი საჯაროდ განხილვებისთვის საზოგადოებას რეგულირების ლაბორატორიის (სენდბოქსის) ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ დებულების პროექტს წარუდგენს.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რეგულირების ლაბორატორია ზედამხედველის მიერ დაწესებული ისეთი ჩარჩოა, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებას დაქვემდებარებულ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს რეალურ რეჟიმში, ზედამხედველის კონტროლირებად გარემოში გამოსცადონ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები.

ქვეყნის მტავარ ბანკში ამბობენ, რომ რეგულირების ლაბორატორიის მიზანია სწრაფად განვითარებადი ფინანსური ტექნოლოგიების პირობებში შექმნილი ინოვაციური ფინანსური სერვისების და პროდუქტების ეროვნული ბანკის საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობა, ახალი მარეგულირებელი მოთხოვნების საჭიროების გამოკვეთა, საფინანსო სექტორში ინოვაციური პროდუქტების ბაზარზე გამოცდა და მათი განვითარების ხელშეწყობა. ამასთანავე, აღნიშნული სერვისები და პროდუქტები არ უნდა შეიცავდეს სისტემურ რისკებს.

როგორც report.ge-ს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, დებულება განსაზღვრავს იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს განმცხადებელი. საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტაცია შესაძლოა მოიცავდეს ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენების შეწყვეტის გეგმასაც. რეგულირების ლაბორატორიის წარმატებით გამოყენება გულისხმობს წინასწარ განსაზღვრული სამი ეტაპის - იდეის ტესტირების, კონცეფციის ტესტირებისა და რეალურ გარემოში გამოყენების ტესტირების წარმატებით გავლას. აღნიშნული სამი ეტაპის გავლის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს ახალი ტექნოლოგიის გამოყენების წესების საზედამხედველო ჩარჩოში და საზედამხედველო მიდგომებში ასახვის საკითხს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system