თავში

საჯარო გრანტების გაცემის პროცესი კანონით არ კონტროლდება

საჯარო გრანტების გაცემის პროცესი კანონით არ კონტროლდება
საჯარო გრანტების გაცემის პროცესი კანონით არ კონტროლდება

საქართველოში სახელმწიფო გრანტები ერთიანი სტანდარტის გარეშე გაიცემა. კანონმდებლობა ამ პროცესს ვერ არეგულირებს, რის გამო სისტემა მეტწილად გაუმჭვირვალეა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი, ლევან ფანიაშვილი, აღნიშნავს, გრანტის გაცემის პროცესი საქართველოში ძირითადად შიდა რეგლამენტითა და კანონქვემდებარე აქტებით რეგულირდება, რაც საბოლოოდ სერიოზულ რისკს ქმნის. არ არსებობს კვლევა, რამდენად მიზნობრივად ხდება თანხის ხარჯვა სახელმწიფო გრანტის მიმღებთა მხრიდან.

,,საქართველოში საჯარო საგრანტო დაფინანსების მოძრაობა ჯერ კიდევ 2009 წლიდან დაიწყო. 2010 წელს ეს საკანონმდებლო დონეზე იქნა აღიარებული. შემდეგში კიდევ მეტი საჭიროება დაინახეს და გაიზარდა გრანტის გამცემ სუბიექტთა წრე. დღეს ყველა სამინისტროს, მათ შორის სახელმწიფო აპარატს, ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს თეორიულად შეუძლიათ გასცენ სახელმწიფო დაფინანსება გრანტის სახით . 4 სამინისტრო და 12 საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც გრანტს რეალურად გასცემს. თუმცა, მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ საგრანტო დაფინანსების ერთიანი სტანდარტი ქვეყანაში არ არსებობს. ეს პროცესიშიდა რეგლმანტითა და კანონქვემდებარე აქტებით  რეგულირდება, მაგრამ არ არსებობს თუნდაც 1 საკანონმდებლო აქტი, რომელიც იტყვის, თუ რა სტანდარტით უნდა მოხდეს გრანტის აღება სახელმწიფო ინსტიტუციების მიერ. საჯარო ინსტიტუციებს არ აქვთ უწყებათაშორის გრანტის გაცემის შესაძლებლობა," - განაცხადა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წევრმა

ლევან ფრანგიშვილის ინფორმაციით, პრობლემაა ისიც, რომ მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებს არ აქვთ გრანტის გაცემის უფლება, მაგრამ პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მუნიციპალიტეტებს აქვთ საჭიროება სხვადასხვა საზოგადოებრივი ინიციატივების დაფინანსება მოახდინონ. 

"ვინც რისკავს, ცდილობს, ასეთი ინიციატივა შემოვლითი გზით მოახდინოს - ზოგი პროგრამულ დაფინანსებას ეძახის. გარდა იმისა, რომ ეს საზოგადოებრივი ინიციატივების დაფინანსების შესაძლებლობას ამცირებს, პრობლემას ქმნის გამჭვირვალობის თვლასზრისითაც. არსებულ სისტემაში, რადგან ერთიანი სტანდარტი და მიდგომა არ არსებობს, არის კორუფციის რისკი, პოლიტიკური მიზნებით გამოყენების რისკი და არათანაზომიერი კონტროლის რისკი და სხვა. როცა საუბარია საჯარო ფინანსების გაცემაზე, გამოსავალია მეტი გამჭვირვალობა. ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სანდო, რომ ხარვეზი გამოირიცხოს. გარდა ამისა, გრანტის გაცემის მიმართულებაში სხვა სუბიექტებიც უნდა ჩავრთოთ - მუნიციპალიტეტები და სახალხო დამცველი. სტანდარტები უნდა დავადგინოთ, რომელიც ასახავს მთელ პროცესს - დაგეგმვიდან საბოლოო ანგარიშამდე. დეტალური რეგულაციები კი შესაბამისმა უწყებებმა უნდა დაარეგულირონ", - განაცხადა ლევან ფანიაშვილმა 2016-2017 წლებში სახელმწიფო გრანტების მონიტორინგის ანგარიშის განხილვისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system