თავში

საკარანტინე ზონებში 2 484 ადამიანია დასაქმებული

საკარანტინე ზონებში 2 484 ადამიანია დასაქმებული
საკარანტინე ზონებში 2 484 ადამიანია დასაქმებული

საკარანტინო სივრცეების სასტუმროებში განთავსებით შესაძლებელი გახდა  დასაქმებულთა შენარჩუნება. ტუიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საკარანტინე სივრცეები 83 სასტუმროშია მოეწყობილი და დასაქმებულია 2 484 თანამშრომელი.

თავად სასტუმროების წარმომადგენლები აღნიშნავენ, შესაძლებლობა, რომელიც სახელმწიფოსგან მიიღეს, სექტორისთვის დროული და შედეგიანი გამოდგა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 10 მარტიდან დღემდე სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი 15 600-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა.

ცნობისთვის, stopcov.ge-ის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმშია 5085 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 558. ქვეყანაში სულ ვირუსის 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, 6 ადამიანია გარდაცვლილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system