თავში

საქართველო 112 მილიონიან დაფინანსებას მიიღებს

საქართველო 112 მილიონიან დაფინანსებას მიიღებს
საქართველო 112 მილიონიან დაფინანსებას მიიღებს

"ეკონომიკურმა გუნდმა მისიის დონეზე მიაღწია შეთანხმებას საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის კიდევ ერთი მიმოხილვის დასრულებაზე, რაც ჩვენი ქვეყნისათვის დაახლოებით 112 მილიონი ამერიკული დოლარის ხელმისაწვდომობას გულისხმობს და რაც, ასევე, გზას უხსნის დონორების მიერ გამოყოფილი დახმარების მიღების გაგრძელებას,"  - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

საქართველოს პირველი ბანკირი მადლობას უხდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს გაწეული სამუშაოსათვის.

"მოხარული ვარ, რომ მისიამ ცალსახად დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მიერ რეალურ ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად მიღებული გადამწყვეტი ზომები. მსურს, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს გაწეული სამუშაოსათვის. ამ ორგანიზაციის განუხრელი მხარდაჭერა კიდევ უფრო განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ისეთ რთულ ვითარებაში, რომელშიც დღეს გლობალური ეკონომიკა იმყოფება," - აცხადებს გვენეტაძე.

შეგახსენებთ, 5 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან. პროდუქტიული დისკუსიის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-ს მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების თაობაზე. 

შეთანხმების მიხედვით, აღმასრულებელი საბჭოს განხილვის შემდეგ, საქართველოსთვის 79 მილონი ესდეერი (დაახლოებით 112 მილიონი აშშ დოლარი) გახდება ხელმისაწვდომი. სულ საქართველოში "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ჩამორიცხული მთლიანი თანხა 406 მილიონ ესდეერს, (დაახლოებით 576.4 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system