თავში

საქართველო აშშ-ისგან $132 მილიონიან დახმარებას მიიღებს

საქართველო აშშ-ისგან $132 მილიონიან დახმარებას მიიღებს
საქართველო აშშ-ისგან $132 მილიონიან დახმარებას მიიღებს

აშშ-ის სენატის საბიუჯეტო კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვით, საქართველო აშშ-ისგან $132 მილიონიან დახმარებას მიიღებს.  

სენატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით საქართველოსთვის განკუთვნილი $132 მილიონი დოლარი ასე უნდა განაწილდეს:

ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის გამოსაყოფი დახმარების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის მიიმართოს - $83 მილიონი აშშ დოლარი;
საერთაშორისო ნარკოტიკული კონტროლისთვის - $5.7 მილიონი აშშ დოლარი;
ანტიტერორისტული პროგრამების მხარდაჭერისთვის - $1.1 მილიონი აშშ დოლარი;
საერთაშორისო სამხედრო განათლების და ტრეინინგისთვის - $2.2 მილიონი აშშ დოლარი;
საერთაშორისო სამხედრო დაფინანსების პროგრამისთვის - $40 მილიონი აშშ დოლარი.

შეგახსენებთ, წარმომადგენელთა პალატის მიერ მომზადებული ბიუჯეტით საქართველოსთვის გამოსაყოფი დახმარების 15%-მდე უნდა ყოფილიყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 24 ივლისს მხარი დაუჭირა სახელმწიფო დეპარტამენტის და საგარეო ოპერაციების ბიუჯეტს, რომლითაც აშშ-ის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საქართველოსთვის დახმარების 15%-ი შეჩერდებოდა.

აშშ-ის საგარეო ოპერაციების 2021 ფისკალური წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთვის, სენატის საბიუჯეტო კომიტეტსა და წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტებს შორის გაიმართება მოლაპარაკებები, რის შედეგადაც შეჯერდება ბიუჯეტის ტექსტი, რასაც შემდგომში კენჭს უყრიან. ასე რომ, არაა გამორიცხული, ამერიკელმა კანონმდებლებმა საქართველოს ამ დახმარების სანაცვლოდ, ულტიმატუმები კვლავ დაუყენონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system